ელენ დეჯენერესს ვარსკვლავი გაუხსნეს

ელენ დეჯენერესს ვარსკვლავი გაუხსნეს

ცნობილი ჟურნალისტ ელენ დეჯენერესს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ელენი ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე მეუღლესთან, პორცია დე როსთან ერთად მივიდა. ტელევარსკვლავს წარმატება კოლეგებმა და მეგობრებმა მიულოცეს.

ელენმა კარიერა მსახიობობით დაიწყო. მისი ყველაზე წარმატებული ფილმები "მისტერ შეცდომა" და "სასიყვარულო წერილები" ეკრანებზე 90-იან წლებში გამოვიდა. მოგვიანებით ვარსკვლავმა მუშაობა სამაუწყებლო კომპანია CBS-ზე დაიწყო. 2001 წელს ის საავტორო "ელენ დეჯენერესის შოუს" წამყვანი გახდა. შოუ დღემდე გრძელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დეჯენერესმა სახელი იმითაც გაითქვა, რომ ის ჰომოსექსუალების აქტიური მხარდამჭერია. ელენი თავადაც ჰომოსექსუალია. მან და მისმა მეუღლემ, პორციამ 2008 წელს იქორწინეს.

იხილეთ ვიდეო: ელენ დეჯენერესს ჰოლივუდის "დიდების ხეივანში" ვარსკვლავი გაუხსნეს

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები