კურორტი საირმე საშემოდგომო ფასდაკლებას იწყებს

კურორტი საირმე საშემოდგომო ფასდაკლებას იწყებს

კურორტი საირმე საშემოდგომო ფასდაკლებას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან 20-% მდე ფასდაკლება ამოქმედდება. აქციის ფარგლებში დამსვენებლებს სასტუმროებისა და სხვა სახის მომსახურებაზე უპრეცენდენტოდ დაბალი ფასები დახვდება.

კურორტის რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო და პროექტი დასრულებულ სახეს 2013 წლის ბოლოს მიიღებს. ბიუჯეტი 10 მლნ ლარია.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სასტუმრო "საირმე", რომელიც 150 ნომრისგან შედგება და 390 დამსვენებელზეა გათვლილი. კურორტზე აგრეთვე მოქმედებს სარეაბილიტაციო ცენტრი. დამსვენებლებს აქვთ საშუალება, ისარგებლონ პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო "საირმის" ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.

კურორტზე მდებარეობს გასართობი ცენტრი, რომელიც მსურველებს ფეხბურთის მოედანს, აუზს, ტირს, ბილიარდს, ჭადრაკს, ნარდს, სათამაშო აპარატებს, ველოსიპედებს სთავაზობს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა