"თბილისი ცენტრალი" უახლოეს მომავალში მომხმარებელს ახალ ბრენდებს წარუდგენს

"თბილისი ცენტრალი" უახლოეს მომავალში მომხმარებელს ახალ ბრენდებს წარუდგენს

სავაჭრო ცენტრი "თბილისი ცენტრალი" უახლოეს მომავალში მომხმარებელს ახალ ბრენდებს წარუდგენს. საუბარია მსოფლიოში ცნობილ "ვაიკიკზე" და ტექნიკის ბაზრის ახალ მოთამაშეზე. თუმცა ჯერჯერობით ახალი მაღაზიების გახსნის თარიღი დადგენილი არ არის.

"ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რათა მომხმარებელს კომფორტული გარემო შევუქმნათ და მათვის საინტერესო სიახლეები დავგეგმოთ. ამ დროისთვის მუშაობა რამდენიმე პროექტზე მიმდინარეობს. ახალი ბრენდების შემოყვანასთან ერთად ვგეგმავთ გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და ტრიდეკინოთეატრის გახსნასაც", - აცხადებენ "თბილისი ცენტრალში".

სავაჭრო ცენტრი "თბილისი ცენტრალი" ვაგზლის მოედნის N2-ში მდებარეობს და მომხმარებელს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექნიკის მსოფლიო ბრენდების პროდუქციას სთავაზობს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა