"რეიტინგი" - 10 სექტემბერი

"რეიტინგი" - 10 სექტემბერი

ორშაბათს, 10 სექტემბერს გამოვიდა ჟურნალ "რეიტინგის" ახალი ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

დავით ზურაბიშვილი: "სააკაშვილს რეალურად არასოდეს წაუკითხავს კანონპროექტი პარლამენტში. მოკლე შინაარსს ზურაბ ადეიშვილს აყოლებდა, მერე გამოდიოდა ტრიბუნასთან და ისეთ სიტყვას ამბობდა, რომ იფიქრებდი, მთელი ცხოვრება იმ კანონპროექტში იყო ჩართული. მასთან ერთად ყოფნა რთულია, დღე და ღამე აქვს არეული, სულ აქეთ-იქით დარბის. შეუძლია დაიძინოს, გაიღვიძოს, ირბინოს, მერე ისევ დაიძინოს და ღამის 5 საათზე დაგირეკოს, გამოდი სადღაც, აქ ვზივარ და სადმე წავიდეთო".

გიგა ბათიაშვილი: "დღეს რიყეზე შენდება გულივერის ბოტები, ან, შეიძლება ითქვას, კანილიზაციის მილი, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ფარავს. ან რა საჭიროა 200-მეტრიან მანძილზე საბაგირო გზის პავილიონი, რომელმაც სულ დაუკარგა მასშტაბი ნარიყალას ციხე-სიმაგრეს. ბარათაშვილის ხიდიდან რომ გახედო, არ ჩანს დარეჯანის სასახლე, ნარიყალა, თაბორი, სიონი..."

ელენე ფოჩხუა: "ფოტოაპარატი დაგვიბრუნეს. აბსოლუტურად ყველაფერი წაშლილი იყო, მაგრამ ჩიპი აღვადგინეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანი მოკლა და მისი ფოტოაპარატით გალში 30-მდე ფოტო გადაიღო. თავის თავს, სახლებს, ეზოებსა და ყვავილებს უღებდა ფოტოებს. ვიღაც ბაბუებისთვის აქვს გადაღებული, რომ თოხნიდნენ, 20 წლის ბიჭს ხომ შეიძლება, სინანული მაინც ჰქონოდა, რომ კაცი მოკლა..."

ირაკლი წერეთელი: "ახლა ჩემი ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებ, რევოლუციისთვის ვემზადები. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ივანიშვილს ნუ შემადარებთ. ახლა სერიოზული კონტაქტები მაქვს ამერიკაში და დიდი შანსი მეძლევა, ჩემი ჭკუითა და ინტელექტით ივანიშვილზე მეტი ფული ვიშოვო და თუ ფულით კეთდება ყველაფერი საქართველოში, მეც ვიყიდი, ბატონო, ამ ქართველებს".

ჟურნალთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ "ზოდიაქოს" სერიის მორიგი წიგნი, კირჩხიბისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ჰყავს კირჩხიბის ზოდიაქოს ახლობელი, შეყვარებული, მეგობარი, ან, უბრალოდ, აინტერესებს ასტროლოგია.

ასევე წიგნში - ქირომანტია ყველასთვის - დაიხედეთ ხელისგულზე და გაიგეთ თქვენი ბედი და მომავალი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები