კომპანია "სილქნეტი" გურჯაანში, საგარეჯოსა და თელავში ინტერნეტ-მომხმარებლებს ახალ გაუმჯობესებულ პაკეტებს სთავაზობს. არსებულ და ახალ აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უფრო დაბალი ტარიფებით და უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტით 1მბ-დან 6მბ/წმ-მდე. დსლ-ინტერნეტის არსებულ აბონენტებს (ფიზიკური პირები) ახალი პირობები ავტომატურად გაუაქტიურდებათ.
მინიმალური პაკეტის ღირებულება 18 ლარია. ასევე ამოქმედდა ვიპ-პაკეტები - მომხმარებელი 6-8 მგბ/წმ სიჩქარის ინტერნეტს 65 ლარად მიიღებს, ნაცვლად 116 ლარისა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კახეთის რეგიონის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალით დაკაბელებამ "სილქნეტს" მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ პაკეტების მიწოდების საშუალება მისცა. ამიერიდან კომპანია რეგიონს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ სერვისებს შესთავაზებს, მათ შორის ინტერაქტიულ ტელევიზიას.
დამატებით შეიქმნა "სილქტივის" პაკეტი, რომლის ღირებულება 10 ლარს შეადგენს და მასში თავმოყრილია 52 რეიტინგული არხი: ქართული, საბავშვო, სპორტული, შემეცნებითი და კინო-არხები. სატელევიზიო მაუწყებლობის გარდა, მომხმარებელი ისარგებლებს ვიდეოთეკის, კარაოკეს, აჭარაბეთის და სხვა აპლიკაციებით. ასევე საშინაო სკოლის ვიდეოგაკვეთილებით, სადაც 1-დან 12 კლასის ჩათვლით სასკოლო საგნებია შესული.
აბონენტებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე: 2 100 100
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9