"თბილისი მოლში'' სიახლეების ბუმი გრძელდება. ცენტრში მოქმედ ყველა ბრენდ-მაღაზიაში ახალი კოლექციები გამოჩნდა.
ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრში 20-მდე მაღაზიაა წარმოდგენილი, მათ შორის 6 "ინდიტექსის" ბრენდი Zara, Bershka, Stradivarius, Massimo Dutti, Pull and Bear, Oysho. ამასთან, ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, მალე მოლში JC Gallery-ს, Savery-ს, LC Wikiki-ს, Nike-ის და ტანსაცმლის სხვა ბრენდების მაღაზიები გაიხსნება.
13 სექტემბერს კი აქ ფრანგული ჰიპერმარკეტების ქსელი "კარფური" ოფიციალურად ამოქმედდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9