ლაშა ტუღუში - ხელისუფლება "მაესტროს" ანტენების დარიგებას გარკვეული პირობებით დათანხმდა

ლაშა ტუღუში - ხელისუფლება "მაესტროს" ანტენების დარიგებას გარკვეული პირობებით დათანხმდა

ხელისუფლება "მაესტროს" სატელიტური ანტენების დარიგებას გარკვეული პირობებით დათანხმდა, - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელთან, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული წინადადება კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წარმომადგენლებს სწორედ ბოკერიამ გააცნო.

როგორც ლაშა ტუღუშმა განმარტა, ანტენების დარიგებას განახორციელებს "საქართველოს ფოსტა" და ეს მოხდება "მაესტროს" სახელით.

"მაესტრომ" უნდა დადოს შეთანხმება "საქართველოს ფოსტასთან". დარიგებასა და უშუალოდ დამონტაჟებასაც განახორციელებს "საქართველოს ფოსტა", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

სახელმწიფო კანცელარიაში დღვანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ლაშა ტუღუში, შორენა შავერდაშვილი და ნინო ზურიაშვილი, რომლებიც "მაესტროში" გაემგზავრნენ, რათა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას აღნიშნული წინადადები გააცნონ.

როგორც ტუღუშმა განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ შეთანხმება შედგეს.

"ბოკერიამ გადმოდგა ნაბიჯი ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით და ეს სქემა არის ის, რომელზეც, ჩემი აზრით, შესაძლებელია დისკუსიის დაწყება", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

საუბარია ტელეკომპანია "მაესტროს" 30 ათას ანტენასა და 15 ათას რესივერზე, რომლებიც საქართველოს პროკურატურამ დააყადაღა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები