ბუკერის პრემიის ფინალში ჰილარი მენტელის რომანი მოხვდა

ბუკერის პრემიის ფინალში ჰილარი მენტელის რომანი მოხვდა

2012 წლის ბუკერის პრემიის (Man Booker Prize) ფინალში ექვსი წიგნი მოხვდა. ფინალისტებს შორისაა 2009 წელს გამარჯვებული ჰილარი მენტელის რომანის გაგრძელება.

წელს კონკურსში მენტელის წიგნი - "აღზარდე სხეულები" (Bring Up the Bodies) მონაწილეობს, რომელიც მისი რომანის, "მგლების დარბაზის" (Wolf Hall) გაგრძელებაა. "მგლების დარბაზი" ტომას კრომველის გამოგონილი ბიოგრაფიაა.

ბუკერის პრემიის ფინალში ასევე მოხვდა: ინგლისელი მწერალი ქალის, ელისონ მურის ნაწარმოები "შუქურა" (Lighthouse), ინდოელი მწერლისა და პოეტის, ჯიტ ტხაის წიგნი "ნარკოპოლისი" (Narcopolis) და მალაიზიელი ავტორის, ტან ტვან ენგის წიგნი "საღამოს ნისლის ბაღი" (The Garden of Evening Mists).

გარდა ამისა, ჟიურის მოკლე სიაში დებორუ ლევი და მისი "მოტივტივე სახლი" (Swimming Home) და უილ სელფის რომანი ”ქოლგა” (Umbrella) მოხვდა.

ბუკერის ლაურეატის სახელს 16 ოქტომბერს ლონდონში საზეიმო ცერემონიალზე დაასახელებენ. წელს ხუთი ადამიანისგან შემდგარ ჟიურის გაზეთ Times-ის ლიტერატურული ჩანართის რედაქტორი პიტერ სტოტარდი ხელმძღვანელობს.

1968 წელს დაწესებული ბუკერის პრემია ინგლისურ ენაზე დაწერილი საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისთვის დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის ან ბრიტანეთის თანამეგობრობაში მყოფი რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს გადაეცემა. გამარჯვებული 50 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს. გარდა ამისა, ჯილდოს სახით ყველა ფინალისტს 2,5 ათასი ფუნტი და სასაჩუქრე წიგნად, ხელნაკეთი ხელნაწერის გამოცემა ერგება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს