"ვისოლის" "ავტოექსპრესი" საავტომობილო სამუხრუჭე ხუნდების რეალიზაციას იწყებს და თბილისში, ქსნის ქუჩაზე და კოსტავას გამზირზე N68-ში მდებარე მომსახურების ცენტრებში მომხმარებლებს "ატეს", "ტექსარის" და "აბსის" ფირმის გერმანული და ჰოლანდიური წარმოების ხუნდებს სთავაზობს.
""ატე" და "ტექსტარი" გერმანული ბრენდებია, რომელთა პროდუქტები პირველად ხაზზე მიეწოდება ისეთ საავტომობილო გიგანტებს, როგორებიცაა "მერსედეს ბენცი", "ბე-ემ-ვე", "აუდი" და სხვა. ჰოლანდიური წარმოების "აბს"-ს უმაღლესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებს მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და უპრეცენდენტო ფასები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას.
"ვისოლის" "ავტოექსპრესი" მომხმარებელს სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის მომსახურებასაც სთავაზობს. მომსახურების ფასები შესრულებული სამუშაოს სირთულის მიხედვით განისაზღვრება და 5-დან - 20 ლარამდე ღირს", - აცხადებს "ვისოლის ავტოექსპრესის" დირექტორი, გურამ დაფქვიაშვილი.
"ვისოლ ავტოექსპრესი" "ვისოლ ჯგუფის" შვილობილი ბრენდია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან დამკვიდრდა. კომპანიის ავტომომსახურების 15 ცენტრი "ფრამის" საავტომობილო ფილტრების უმაღლესი ხარისხის "ტოტალისა" და "ფინას" ფრანგული საავტომობილო ზეთების და სხვა საპოხი მასალების გარდა, მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებასაც სთავაზობს. "ვისოლ ავტოექსპრესი" "ფრამისა" და ფრანგული "ტოტალის" ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9