საქართველოს სამეფო ტახტი

საქართველოს სამეფო ტახტი

საქართველოს სამეფო ოჯახი ბოლო დროს არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბაგრატიონთა ხმაურიანმა ქორწილმა, სკანდალურმა განშორებამ და მემკვიდრის გაჩენამ, ამ ოჯახის მიმართ ბევრი კითხვა გააჩინა. ყველაფერზე, რაც სამეფო ოჯახის შესახებ გაინტერესებთ - თქვენს კითხვებს ბაგრატიონების უფლებამოსილი წარმომადგენელი, სიმონ კოპაძე პასუხობს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი ლელა: ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ სამეფო ოჯახზე. პირველად გავიგე, რომ სამეფო ოჯახიც გვყავს, სამეფო სახლიც გვაქვს და ტახტის მემკვიდრეც გვეზრდება. თუ შეიძლება გაგვიმარტეთ, რის მიხედვით დადგინდა, ვინ არის ბაგრატიონთა ტახტის მემკვიდრე?

მემკვიდრეობითობა -არის მონარქიული, დინასტიური ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი სვეტი. მემკვიდრეობით წინასწარ განსაზღვრული ხელისუფლება და ხელისუფალი მიიჩნევა სიმშვიდის, მუდმივობის და ხელის-უფლების უცვალებლობის გარანტიად.

ასეთი დინასტიიდან მომდინარე ხელისუფალი ითვლება ერის სიღრმიდან, ტრადიციიდან, ისტორიიდან მომდინარე თილისმად და ერის მცველად.

დინასტიურობის აუცილებელი თანამდევია მკაცრად განსაზღვრული მემკვიდრეობითობის წესი. მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილია მემკვიდრეობითობის 3 წესი: სენიორული, როდესაც ტახტზე ადის გვარში უფროსი მემკვიდრე; მაიორატი, გარდაცვალების მომენტისათვის მონარქის უფროსი ვაჟი; პრიმოგენეტურა პირმშოობის წესი, რომელიც გულისხმობს მემკვიდრეობის გადაცემას პირდაპირი დაღმავალი გზით, უფროს შტოზე (უფროსი ვაჟი ...), ასეთი შტოს შეწყვეტის შემდეგ მომდევნო უფროს შტოზე და ა.შ. საქართველოში სამეფო ტახტის გადაცემის ძირითადად ორი წესი არსებობდა: უხუცესობის (სენიორული), მოგვიანო ხანაში კი პირმშოობის (პრიმოგენეტურა) მიხედვით. (სამეფო ოჯახი სწორედ ამ ორი წესის სიმბიოზია, ბაგრატიონ-მუხრანსკები პრიმოგენეტურა, ხოლო ბაგრატიონ-გრუზინსკები სენიორული;)

მკითხველი დავითი: როგორ ცხოვრობს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი, ვთქვათ, შემოვიღეთ საქართველოში მონარქიული მმართველობა. რა შემოსავლით იცხოვრებს ქართული სამეფო ოჯახი?

ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად, მსურს გარკვეული განმარტებები გავაკეთო, ჩვენი ე.წ. ოპონენტების ძირითად არგუმენტზე, რითაც ისინი აპელირებენ, ესაა სამეფო ოჯახის შენახვის ხარჯები და თავად-აზნაურთა წოდებათა და პრივილეგიების საკითხი. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რთულად გასაგებია საზოგადოების იმ ნაწილის პოზიცია რომლებიც აპრიორში აპროტესტებს მონარქიას იმ მოტივით, რომ არ სურს "მეფის რჩენა! " კიდევ უფრო გაუგებარია ეს, ჩემთვის, დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე. დავიწყებ იქიდან, რომ სამეფო ხელისუფლების უფლებამოსილება განისაზღვრება კონსტიტუციით, ანუ ამ ჯერზე არანაირი დოკუმენტი არ არსებობს რის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ან ვიკამათოთ რა და როგორ.

საერთოდ ამ თემის ირგვლივ. რაიმე ფორმით დავა საფუძველს მოკლებულია თუ არა ჩავთვლით კერძო პირთა პირად მოსაძრებებს, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

იგივე შეიძლება ითქვას მათ პოზიციაზე, ვისაც ჰგონია, რომ დაიწყება მამულებისა და ტიტულების დაბრუნება და ახლების გაცემა. ამ კუთხიდაც შემიძლია დავარწმუნო სახოგადოების ეს ნაწილი და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ყველაფერ ამას, კონსტიტუცია და კანონმდბლობა დაარეგულირებს. ეტყობა ქვეცნობიერად ძალიან ძნელია საბჭოთა სტერეოტიპების ერთიანად დანგრევა. იმდენად ღრმად იქნა ბოლშევიკების მიერ ჩანერგილი ბოღმა და ზიზღი არისტოკრატიისადმი, რომ თაობები გაიზარდა, ის კი მაინც დარჩათ ცნობიერებაში. ამასთან მინდა განვმარტო, რომ ქართული სახელმწიფო, აერთიანებდა საზოგადოების ორ ძირითად ფენას, ვინც ღვრიდა სისხლის და ვინც ღვრიდა ოფლს, ანუ ერთნი იცავდნენ, ხოლო მეორენი კვებავდნენ. წყალობა დამოკიდებული იყო თავად პირზე და კომლზე, ვინ რას გაიღებდა ომიანობის ჟამს, რამდენი გამოვიდოდა "ქუდზე კაცად" და კომლზე კაცად". შესაბამისი იყო წყალობაც ქონებით, მამულით და ტიტულით.

მკითხველი ხათუნა: გაგვარკვიეთ თუ შეიძლება, რატომ დაიმოყვრეს ბაგრატიონებმა ესპანეთში გაზრდილი დავითი, რა ღირსებებით მოიხიბლნენ. სამეფო ოჯახი კი არა, ნებისმიერი ოჯახი ინტერესდება სასიძოს წარსულით, ყოფა-ქცევით და პატიოსნებით. დავითმა რით გამოჩინა თავი?

როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ნათლად სჩანს, ბაგრატოვანთა ტახტის აღდგენას ბევრად უფრო საკრალური მნიშველობა აქვს ვიდრე პოლიტიკური. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება აიხსნას იმ ბნელ ძალთა კონსოლიდირება რომლებიც წინ ეღობებიან ამ სანუკვარ აქტს. თანამედროვე პირობების გათვალისწინებით, ცნობით თუ უმეცრებით, ისინი შენიღბულნი არიან სხვადასხვა სახის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის შირმით და ყოველა მეთოდით ებრძვიან ამ იდეას. მათ არსენალშია ჭორები, საზოგადოების დეზინფორმირება, ე.წ. კომპრომატებით ბრძოლა, ცრუ ბრალდებები და პიროვნული შეურაწყოფა გათვლილი ადეკვატურ რეაქციაზე, რათა იგი კვლავაც მის წინააღმდეგ გამოიყენონ, ოჯახის ახლობლებისა და ბავშვობის მეგობრების გადმობირება შანტაჟის გზით, შემდგომი შუღლის დასათესად და ოჯახის წევრთა ერთმანეთთან დასაპირისპი-რებლად, ასევე უამრავი სხვა სიბინძურე რაც არ შეიძლება აზრად მოუვიდეს ნორმალურ და ჯანმრთელ ადამიანს. ისინი ამისათვის იყენებენ ყველა ტექნიკურ საშუალებას, იქნება ეს ტელევიზია, ბეჭვდითი თუ ელექტრონული მედია, ასევე გრანტები რესპულიკელთა ცენტრიდან. მათ, ერთი სული აქვთ როგორმე მიაღწიონ ბაგრატიონთა შორის შუღლის ჩამოგდებას, რათა ისინი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირის-პირონ. საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი მათი რეაქცია, როცა ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ ათასჯერ ნაქილიკები სამეფო ოჯახი არ იყო დანგრეული და მემკვიდრეს ელოდებოდნენ, ხოლო როცა უფლისწული გიორგის დაბადება შეტყვეს, სრულიად გატყდნენ და ეიფორიაში მყოფმა ჩანერგილმა აგენტებმა ვითარებაში გაურ-კვევლობის გამო თვითლუსტრაცია მოახდინეს.

მე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქრთველოსა და ბაგრატოვანთა მტრები, მათი ძალისხმევის მიუხედავად ვერ მიაღწევენ თავიანთ სანუკვარ მიზანს და ვერ მოახერხებენ ბაგრატოვანთა დინასტიის სხვადასხვა შტობის ურთიერთ დაპირისირებას და რომ ყველა ამგვარი პროვოკაცია სათანადოდ იქნბა აღკვეთილი.

მკითხველი ირინა: გავიგეთ, რომ ბატონი ნუგზარი შვილიშვილს არ აღიარებს ტახტის მემკვიდრედ. რა არის ამის მიზეზი?

მავანთა მცდელობის მიუხედავად, შედგა ბაგრატიონ-გრუზინსკებისა და ბაგრატიონ-მუხრანსკების უძველესი დინასტიების გაერთიანება, რისი ხორცშესხმული დასტურიცაა ახალშობილი უფლისწული, ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, მომავალი მირონცხებული მეფე სრულიად საქართველოისა -"მესიის მახვილი"; რომელმაც დაბადებისთანავე გააერთიანა დინასტია და წერტილი დაუსვა რუსულ დაბოლოებებს საქართველოს სამეფო დინასტიაში.

მკითხველი თორნიკე: სხვა ბაგრატიონებიც ხომ არიან, აგვიხსენით, რა სხვაობაა სხვადასხვა შტოს ბაგრატიონებს შორის, ისინი ხომ ერთი დინასტიიდან მოდიან?

საქართველო და სამეფო სახლი პატრონია ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი სიწმინდისა - კვართისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მის ფლობას ბაგრატიონები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს. დასტურად ღვთიური წარმომავლობისა, ბიბლიური მეფე დავითის ქნართან და შურდულთან ერთად, უფლის კვართი მოთავსებულია სამეფო გერბზე, რასაც თან ახლავს საგერბო წარწერაც: "სამეფო კვართიან დავითიანი საქართველო".

ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ღვთაებრივ წარმომავლობაზე ადრეულ შუა საუკუნეებშივე მოგვითხრობს ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე პორფიროგენეტის (Xს.) და ბაგრატიონთა გვარის ისტორიკოსის სუმბატ დავითის ძის (IXს.) საისტორიო თხზულებები, რომელთა მიხედვითაც ბაგრატიონები ბიბლიური მეფეების იესე-დავითის-სოლომონის შთამომავლები არიან და ამიტომაც იწოდებიან "იესიან, დავითიან, სოლომონიანებად,"ამდენად ისინი მარიამ ღვთისმშობლის პირდაპირი შთამომავლები არიან, აქედან კი გამომ-დინარეობს მათი კავშირი იესო ქრისტესთან.

სწორედ ამ გენიალოგიური კავშირით არის განხორციელებული ბაგრატიონთა ამქვეყნიური მისიის საკრალიზაცია

სამეფო ხელისუფლების კონცეფცია შედგება რამდენიმე ნაწილისაგან: 1. წარმომავლობა 2. გვარის ხანდაზმულობა, 3. ლეგიტიმურობა, მემკვიდრეობა, 4. საერო და სასულიერო ფუნქციათა სიმბიოზი, 5. ტიტულატურათა იერარქია.

მკითხველი ირა: რამდენადაც ვიცი, თავად-აზნაურული გვარების წარმომადგენლებს თავიანთი გაერთიანება აქვთ შექმნილი. ატარებენ რაიმე ღონისძიებებს ან შეკრებებს? საერთოდ რა მიზანი აქვს ამ კეთილშობილი გვარების წარმომადგენლების გაერთიანებას და თავმოყრას?

ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ თავადობა და აზნაურობა, უპირველეს ყოვლისა იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და არა პრივილეგია, პასუხისმგებლობა უფლის, მეფის, მამულის, საკუთარი წინაპრებისა ღირსების წინაშე, რაც დაადასტურეს კიდევაც საკუთარი ქმედებით, რაცა XX საუკუნის დასაწყისში ეროვნული კრების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, ქართულმა არისტოკრატიამ მთელი თავისი ქონება საჩუქრად გადასცა ქართულ სახელმწიფოს.

ამჟამად, როცა იკრიბებიან ქართველ თავად-აზნაურთა შთამომავლები, წინაპართა სისხლისეული და გენეტიკური დასაბამიდან გამომდინარე, კვლავაც ერთგული და პირუთვნელი სამსახური სწყურიათ უფლის, მეფის და მამულისათვის და ამას ყოველგვარი პრივილეგიებისა და მერკანტილური ინტერესების გარეშე ახორციელებენ.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას