თათული ბართაია: "სა­ქორ­წი­ნო კა­ბას მე­ოთხ­ედ ჩა­ვიც­ვამ - ამ­ჯე­რად სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში"

თათული ბართაია: "სა­ქორ­წი­ნო კა­ბას მე­ოთხ­ედ ჩა­ვიც­ვამ - ამ­ჯე­რად სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სიდ­ნე­ი­დან სასიხარულო ამ­ბა­ვი შე­ვიტყ­ვეთ: ჩვე­ნი გა­ზე­თის სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­რეს­პონ­დენ­ტი ავ­სტრა­ლი­ა­ში - თა­თუ­ლი ბარ­თაია ქორ­წინ­დე­ბა. კი­დევ უფ­რო სა­სი­ხა­რუ­ლო ის არის, რომ მი­სი რჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი­ა. წყვილს ნიშ­ნო­ბა უკ­ვე ჰქონ­და, ამი­ტომ ქორ­წილს არ და­ვე­ლო­დეთ და მი­სა­ლო­ცად და დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ამ­ბე­ბის შე­სატყ­ო­ბად თა­თუ­ლის და­ვუ­კავ­შირ­დით.

- თა­თუ­ლი, "ყვე­ლა სი­ახ­ლის" რე­დაქ­ცია გი­ლო­ცავს! ღმერ­თმა სიყ­ვა­რუ­ლით გა­ტა­როს ცხოვ­რე­ბის გზა­ზე შენს რჩე­ულ­თან ერ­თად, იხა­რეთ და იმ­რავ­ლეთ!

- უღ­რმე­სი მად­ლო­ბა. მიყ­ვარ­ხართ! ამ­ბებს კი აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიყ­ვე­ბით: გახ­სოვთ, ალ­ბათ, სა­ქორ­წი­ნო კა­ბა უკ­ვე სამ­ჯერ მო­ვირ­გე - პირ­ვე­ლად თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, სპექ­ტაკლ "ფასტ ფუდ­ში", შემ­დეგ - სიდ­ნე­ი­ში, პრო­ექტ "ოთხ ქორ­წილ­ში", სა­დაც ავ­სტრა­ლი­ის სა­უ­კე­თე­სო პა­ტარ­ძლად და­მა­სა­ხე­ლეს, მე­სა­მედ კი - სიდ­ნე­ის სა­ო­პე­რო თე­ატ­რში მოწყ­ო­ბილ სა­ქორ­წი­ნო კა­ბე­ბის ჩვე­ნე­ბა­ზე. მა­ლე კი სა­ქორ­წი­ნო კა­ბას მე­ოთხ­ედ ჩა­ვიც­ვამ - ამ­ჯე­რად სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში.

ჩე­მი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე სიდ­ნე­ი­ში გა­ვი­ცა­ნი. ქარ­თვე­ლი­ა, 30 წლის, და­თო უბი­ლა­ვა, ეკო­ნო­მი­კის ლექ­ტო­რია სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. იგი სიდ­ნე­ი­ში შარ­შან მო­იწ­ვი­ეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სა­დოქ­ტო­რო ხა­რის­ხის დაც­ვი­სა და რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დეგ.

მე და და­თომ ერ­თმა­ნე­თი სიდ­ნე­ი­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის - ირი­ნა კოტ­რი­კა­ძე­-ირ­ვინ­გის სახ­ლში გა­ვი­ცა­ნით. ამ ოჯახ­ში მის­ვლა ყო­ველ­თვის მი­ხა­რი­ა, მგო­ნი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ... და­თო­საც სიდ­ნე­ი­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გა­უც­ნია ირი­ნა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლა მი­სი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბით. და­თომ პირ­ვე­ლად რომ მნა­ხა, მითხ­რა, შენ­ზე ბევ­რი კარ­გი მსმე­ნი­ა, ფო­ტო­ე­ბიც მი­ნა­ხავს, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ უფ­რო ლა­მა­ზი ყო­ფილ­ხა­რო (ი­ცი­ნის). ურ­თი­ერ­თო­ბის დაწყ­ე­ბა არ გაგ­ვჭირ­ვე­ბი­ა, ერ­თმანეთს გა­ვუ­ზი­ა­რეთ ჩვე­ნი ამ­ბე­ბი, და­თომ ამე­რი­კა­ში გან­ვლილ წლებ­ზე მი­ამ­ბო, მე - ჩემს ავ­სტრა­ლი­ურ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე... ბევ­რი ვი­ხა­ლი­სეთ, მა­ლე დავ­მე­გობ­რდით და ხში­რა­დაც ვნა­ხუ­ლობ­დით ერ­თმა­ნეთს.

- პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნიც გა­იხ­სე­ნე.

- პირ­ველ პა­ე­მან­ზე ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლებ­მა გა­ვი­სე­ირ­ნეთ ქა­ლაქ­ში. მახ­სოვს, და­თოს რომ შევ­ხე­დე, თვა­ლე­ბი უბ­რწყი­ნავ­და, ალ­ბათ - მეც.

ერ­თხელ ერიკ კლაპ­ტო­ნის სიმ­ღე­რა­ზე - "უ­ან­დე­ფულ თუ­ნა­ით" შუა ქუ­ჩა­ში ვი­ცეკ­ვეთ. სწო­რედ იმ ად­გი­ლას ფო­ი­ერ­ვერ­კი მო­ეწყ­ო, ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო... რაგ­ბის მატ­ჩსაც და­ვეს­წა­რით, ავ­სტრა­ლია ზე­ლან­დი­ას ხვდე­ბო­და. ჩვენ ავ­სტრა­ლი­ის ფორ­მა­ში გა­მო­ვეწყ­ვეთ და ამა­ყად დავ­სხე­დით ჩვენს ად­გი­ლებ­ზე. პირ­ვე­ლი ლე­ლო რომ გა­ი­ტა­ნა ავ­სტრა­ლი­ამ, სი­ხა­რუ­ლით ყი­ჟი­ნა ავ­ტე­ხეთ, თუმ­ცა იქ­ვე არა­ვინ აგ­ვყვა. თურ­მე გარ­შე­მო მხო­ლოდ ზე­ლან­დი­ის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ის­ხდნენ და გვიბღ­ვერ­დნენ. მა­ინცდამა­ინც ამ რიგ­ში რა­ტომ დავ­სხე­დით­-თქო, კი ჩა­ვი­ლა­პა­რა­კეთ (ი­ცი­ნის). ამა­სო­ბა­ში ზე­ლან­დი­ის გუნ­დმაც გა­ი­ტა­ნა ლე­ლო. მი­სი ფა­ნე­ბი სკამ­ზე ავიდ­ნენ და ყვი­რი­ლი და სტვე­ნა და­იწყ­ეს. მე და და­თომ აღარ ვი­ცო­დით, რა გვექნა და ერ­თმა­ნეთს ჩა­ვე­ხუ­ტეთ (ი­ცი­ნის). ერ­თხელ, კი­ნო­თეატრში, ფილმ "ბეტ­მე­ნის" პრე­მი­ე­რა­ზე, ფილ­მის მსვლე­ლო­ბი­სას დათო მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­მიტ­რი­ალ­და და ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა: ცო­ლად გა­მომ­ყვე­ბი­ო? ვუ­პა­სუ­ხე, - კი-­მეთ­ქი და ორი­ვემ გან­ვაგ­რძეთ ფილ­მის ყუ­რე­ბა. ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო იყო ის, რომ იმ დღეს ამ თე­მა­ზე აღარ გვი­სა­უბ­რია (ი­ცი­ნის). შემ­დეგ შეხ­ვედ­რა­ზე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ დაგ­ვე­კავ­ში­რე­ბი­ნა.

- ნიშ­ნო­ბა სად გქონ­დათ?

- სიდ­ნე­ის ცნო­ბილ "თა­უ­ერ რეს­ტო­რან­ში". ეს რეს­ტო­რა­ნი სიდ­ნე­ის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა­ა. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­ნო­ბა­ა, იქი­დან მთე­ლი სიდ­ნეი მო­ჩანს. და­თომ ჩემს მშობ­ლებს ჩე­მი ხე­ლი სთხო­ვა. ძა­ლი­ან ღე­ლავ­და, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს კარ­გად გა­არ­თვა თა­ვი. ჩემს მშობ­ლებს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ და­თო. დაგ­ვლო­ცეს და ბედ­ნი­ე­რე­ბა გვი­სურ­ვეს. ქორ­წი­ლის დღეც დავ­თქვით - 28 სექ­ტემ­ბე­რი. ჩემს სა­ქორ­წი­ნო კა­ბა­ზე უკ­ვე იზ­რუ­ნეს - ცნო­ბილ­მა ავ­სტრა­ლი­ელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ულა­მა­ზე­სი სა­ქორ­წი­ნო კა­ბა შე­მი­კე­რა. და­თოს ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს ჩე­მი კა­ბა, მე კი არ ვაჩ­ვე­ნებ ქორ­წი­ლამ­დე...

ირი­ნა ირ­ვინგს ჩვენი ამ­ბა­ვი რომ შე­ვატყ­ო­ბი­ნეთ, სი­ხა­რუ­ლის­გან ატირ­და. რა ბედ­ნი­ე­რე­ბა­ა, ერ­თმა­ნე­თი რომ გა­პოვ­ნი­ნე­თო, - გვითხ­რა. ქორ­წილ­ში ჩე­მი მეჯ­ვა­რე იქ­ნე­ბა ირი­ნას შვი­ლი - სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვი­ლი.

თაფ­ლო­ბის თვეს კუნ­ძულ ფი­ჯი­ზე გა­ვა­ტა­რებთ. ნე­ტავ იცო­დეთ, რო­გორ მინ­და, მთე­ლი რე­დაქ­ცია აქ იყოთ, ჩემს ქორ­წილ­ში და ჩე­მი ბედ­ნი­ე­რე­ბა გა­ი­ზი­ა­როთ!

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ: "ავსტრალიის პრინცესა 2012" ქართველი გოგონა - თათული ბართაია გახდა

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები