"სილქნეტის" აქციის ფარგლებში უსადენო ტელეფონის ახალი მოდელი СDMA WP850 რეგიონებში ფასდაკლებით გაიყიდება.
კახეთის რეგიონში და რიგ სოფლებში (ტაბახმელა, შინდისი, შილდა, ალვანი და გამარჯვება) მიმდინარე აქციის SILKNET WI-FI-ის ფარგლებში ჩართული აბონენტებისთვის, ინტერნეტის ინსტალაციიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უსადენო ფიქსირებული (სახლის) ტელეფონის შეძენის შემთხვევაში, ტელეფონის აპარატის ღირებულება 9 ლარით არის განსაზღვრული. აბონენტი აღნიშნული ღირებულების გადახდასთან ერთად სატელეფონო ანგარიშს ავსებს 5 ლარით.
ეს პირობა ვრცელდება СDMA WP850 მოდელზე, რომლის ღირებულება აქციის გარეშე 38 ლარს შეადგენს. "სილქნეტის" უსადენო ტელეფონი ქალაქის ნუმერაციით ქსელში ჩართული გადაეცემა მომხმარებელს. აპარატს კომფორტული და მოსახერხებელი დიზაინი აქვს. მისი გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას (თბილისსა და რეგიონში), სადაც "სილქნეტის" უსადენო ქსელია.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9