OSCE/ODIHR - მედიასაშუალებები პოლიტიკური ნიშნით რჩებიან დაყოფილი და მხოლოდ რამდენიმე ახერხებს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წარმოებას

OSCE/ODIHR - მედიასაშუალებები პოლიტიკური ნიშნით რჩებიან დაყოფილი და მხოლოდ რამდენიმე ახერხებს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წარმოებას

მედია გარემო მრავალფეროვნებით ხასიათდება, თუმცა მედიასაშუალებები პოლიტიკური ნიშნით რჩებიან დაყოფილი და მხოლოდ რამდენიმე მათგანი ახერხებს უფრო დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წარმოებას, - ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის (OSCE/ODIHR) პირველ შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 22 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

უფრო კონკრეტულად, მისიის განმარტებით, "რუსთავი 2" და "იმედი" ძირითადად მთავრობის მომხრე ტელეკომპანიებად აღიქმებიან, "კავკასიის", "მაესტროსა" და ახლახანს აღდგენილი "მე-9 არხის" მაუწყებლობა კი ძირითადად ოპოზიციის მხარდამჭერად.

ამასთან, მისიის ცნობით, 30 აგვისტოს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა პრაიმტაიმში საარჩევნო თემატიკის გაშუქების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონიტორინგი დაიწყო, რომელიც რვა ტელეკომპანიასა და ორ გაზეთს მოიცავს.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე დაკვირვების მისია მუშაობას 22 აგვისტოს შეუდგა, მისია თბილისში მომუშავე 16 ძირითადი ექსპერტისა და საქართველოს მასშტაბით მომუშავე 28 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები