"მაგთიკომი" iPhone 5-ის მსურველებს ნანო სიმ-ბარათებს სთავაზობს

"მაგთიკომი" iPhone 5-ის მსურველებს ნანო სიმ-ბარათებს სთავაზობს

"მაგთიკომი" iPhone 5-ის მსურველებს ნანო სიმ-ბარათებს სთავაზობს. როგორც კომპანიაში გადაცემა "რადიო მარკეტს" განუცხადეს, სტანდარტულ და მიკრო სიმ-ბარათებთან შედარებით, ნანო სიმ-ბარათი უფრო მცირე ზომისაა და მისი გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ iPhone 5-შია შესაძლებელი.

"ხმოვანი და SMS-სერვისების გარდა iPhone 5-ის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სმარტფონის, გამოყენების ძირითადი მიმართულებაა მობილური ინტერნეტი. "მაგთიკომის" მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისიამოვნოს სუპერ-სწრაფი მობილური ინტერნეტ-მომსახურებით, რაც განპირობებულია საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე HSPA+ ტექნოლოგიის დანერგვით. იგი უკანასკნელ სიტყვას წარმოადგენს მობილური ინტერნეტის ინდუსტრიაში და უზრუნველყოფს მობილური ინტერნეტის რეკორდულ სიჩქარეს - 21 მეგაბიტამდე წამში", - განმარტავენ "მაგთიკომში".

12 სექტემბერს კომპანია Apple-მა საზოგადოებას ახალი სმარტფონი iPhone 5 წარუდგინა. iPhone 5-ის რეალიზაცია, სავარაუდოდ, მისი წარდგენიდან 2 კვირის შემდეგ დაიწყება.

ამჟამად "მაგთიკომი" საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე უკვე 5 ბრენდითაა წარმოდგენილი: "მაგთის", "ბალის", "ბანისა" და "მაგთი ფიქსის" შემდეგ "მაგთიკომმა" მომხმარებელს შესთავაზა საქართველოში პირველი თანამგზავრული მაუწყებლობის ოპერატორის - "მაგთისატის" - მომსახურება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა