მონიკა ლევინსკი კლინტონზე წიგნს წერს

მონიკა ლევინსკი კლინტონზე წიგნს წერს

მონიკა ლევინსკი, რომელმაც თავის დროზე აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი სკანდალში გახვია, წიგნს წერს. ის ამერიკის უმსხვილეს გამოცემას დაუკავშირდა და მემუარების დაწერაზე კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. მართალია გამომცემლებმა კონფიდენციალობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, მაგრამ  ჟურნალისტებმა მაინც გაარკვიეს, რომ მონიკა გულახდილობისთვის 12 მლნ დოლარს ითხოვს.

მონიკას საკუთარ გეგმები ჟურნალისტებისთვის ჯერ არ გაუნდვია. სამაგიეროდ, მისმა მეგობრებმა მედიას უამბეს, თუ რაზე იქნება წიგნი.

"მონიკას შეუძლია ბილის ჯგუფური სექსისადმი  სიყვარულის შესახებ დაწეროს, მან ასევე შეიძლება გაიხსენოს ყველაფერი, რასაც ბილი ჰილარიზე ამბობდა",- აცხადებს ლევინსკის მეგობარი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მემუარების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო შეშფოთებულია. თუ ეს წიგნი მაღაზიის თაროზე მოხვდა, მინისტრს აშშ-ის პრეზიდენტის სავარძლის დაკავების შანსს აღარ დაუტოვებს.

მომზადებულია Hollywood Life-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს