წიგნებმა ქუჩების გადაკეტვით პროტესტი ”გამოხატეს”

წიგნებმა ქუჩების გადაკეტვით პროტესტი ”გამოხატეს”

ჯერ კიდევ დარჩნენ ადამიანები, ვინც თავდადებით იბრძვის ნაბეჭდი წიგნის გადასარჩენად და ისინი მხოლოდ ბიბლიოთეკარები არ არიან.

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, არტ-კოლექტივმა Luzinterruptus შექმნა ინსტალაცია - "ლიტერატურა საგზაო მოძრაობის წინააღმდეგ" (Literature vs Traffic).

ამ ინსტალაციის ფარგლებში ჯგუფმა 10 000 წიგნი მოაგროვა და მელბურნის ქუჩებში გადაშლილი დაალაგა. წიგნების ფურცლებზე კი მნათობი ხელსაწყოები დაალაგა. შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს წიგნებმა "პროტესტი გამოთქვეს და ქუჩები გადაკეტეს".

ამ პერფორმანსით Luzinterruptus-ის წევრებს სურდათ, გამვლელების ყურადღება წიგნებზე მიეპყროთ. ინსტალაციის დასასრულს, ყველა გამვლელს სასურველი წიგნის აღება და შინ წაღება შეეძლო.

წიგნები საგზაო მოძრაობის წინააღმდეგ

წიგნები საგზაო მოძრაობის წინააღმდეგ

წიგნები საგზაო მოძრაობის წინააღმდეგ

წიგნები საგზაო მოძრაობის წინააღმდეგ

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს