ვარდების მოედანზე, კოსტავას ქუჩაზე, ვერის ბაღთან და ფილარმონიასთან პოლიციელთა განსაკუთრებული მობილიზებაა

ვარდების მოედანზე, კოსტავას ქუჩაზე, ვერის ბაღთან და ფილარმონიასთან პოლიციელთა განსაკუთრებული მობილიზებაა

ვარდების რევოლუციის მოედანზე პოლიციელებით სავსე 3 ყვითელი ავტობუსი დგას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ასევე, ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებით სავსე რამდენიმე მსუბუქი ავტომობილია გაჩერებული. გარდა ამისა, ფილარმონიიდან კოსტავას ქუჩის გასწვრივ გმირთა მოედნის მიმართულებით საავტომობილო გზის ორივე მხარეს განლაგებული არიან პოლიციის თანამშრომლები.

კოსტავას გამზირზე პოლიციის განლაგება ამ წუთებშიც ხდება. ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებს ქუჩის გასწვრივ თანაბარი ინტერვალით განლაგებისკენ მოუწოდა. პოლიციელები განლაგებული არიან ასევე ფილარმონიის გარშემო.

"ინტერპრესნიუსი"