ორშაბათს, 24 სექტემბერს გამოვიდა გაზეთ "კვირის პალიტრის" ახალი ნომერი (N 39,(947), რომელშიც წაიკითხავთ:
გამოცხადებული სადიზმი და გამოცოცხლება სიკვდილის შემდეგ!!!
ამ ფირებს პატიმრებასაც აჩვენებდნენ(?!)
"ანახეთ ეს კადრები მაკკეინს, კლინტონს, ამერიკას და საინტერესოა, რას იტყვიან?"
"ამას უყურებდნენ ბაქრაძეც, ბოკერიაც, უგულავაც, რურუაც, წიკლაურიც, რადგან ისინი ახალ ადამიანებს ქმნიდნენ და ექსპერიმენტს ატარებდნენ ქართველ ხალხზე"
ლადო ბედუკაძე: "ხელისუფლებამ სოდ-ის ფილიალი ბელგიაში გადმოიტანა"
"სააკაშვილს ევროპარლამენტშიც ჰყავს ვიღაც-ვიღაცეები მოსყიდული"
დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი: "სამართალი უნდა მოითხოვო, არ უნდა ელოდო"
"მხოლოდ პატიმრებს კი არ აწამებდნენ ჯალათები, ციხის მოსამსახურე პერსონალსაც...სატანიზმი სხვა კი არაფერია - სჩადიოდე ასეთ ბოროტებას და თვალთმაქცობდე! ეს არის ეშმაკთან გარიგება, სულის გაყიდვა...
...ახლა მას ხომ ის ადამიანები აგინებენ, ვინც ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა? თავის თავში ჩაიხედოს ყველამ"
დეკანოზი შალვა კეკელია:
"მიმიყვანეს ერთ საკნთან, სადაც იჯდა პატიმარი, რომელსაც თავის მოკვლა ჰქონია გადაწყვეტილი. ის ნაწამები და შეურაცხყოფილი იყო. აწამეს იმით, რომ მეგობრის გაუპატიურებას აყურებინეს"
უახლოეს დღეებში ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ სიკვდილთან დაკავშირებულ ვიდეომასალასაც ვიხილავთ?!