დღეს ცესკო-სთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს ცესკო-სთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს ცესკო-სთან ჟურნალისტები საარჩევნო უბნებში ფოტო/ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ. აქცია დღეს, ცესკო-ს შენობასთან 15:00 საათზე გაიმართება.

ცესკო-ს გუშინდელი გადაწყვეტილებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი.

როგორც კომისიის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან მინიმუმ 3 მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საარჩევნო უბანზე იკრძალება სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის გადაღება (შიგნით).

რაც შეეხება გადაღების პერიოდს, ის დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით. ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, საზოგადოებრივად საინტერესო პირის კენჭისყრაში მონაწილეობის დროს გადაღება შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა კამერებისთვის სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ მინიმუმ საარჩევნო ყუთი ჩანდეს.

გარდა ამისა, აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღების წარმოებაზე.

ცესკო-ს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა კოსმეტიკურ ცვლილებებად შეაფასეს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელია დირექტორის ეკა ფოფხაძის თქმით, მისი თქმით, საია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

"მივიჩნევთ, რომ საარჩევნო კოდექსი ისედაც კარგად არეგულირებდა მედიისა და დამკვირვებლების მუშაობის და სავარაუდო ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამიტომ ცესკო გარკვეულ დათმობაზე წამოვიდა, თუმცა, დადგენილების პირველადმა ვარიანტმა მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება განიცადა. სინამდვილეში ახალი დადგენილება ბევრ ბარიერს აწესებს ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისთვის. მხედველობაში მაქვს მათ შორის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუ პირი გადასაღებ ადგილს დატოვებს, უკან ვეღარ დაბრუნდება", - განაცხადა ეკა ფოფხაძემ. მისივე თქმით, საია აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით საკუთარ პროტესტს საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს დადგენილების გასაჩივრებას აპირებენ.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები