"ერისიონმა" სოლიდარობა კოალიცია "ქართულ ოცნებას" გამოუცხადა

"ერისიონმა" სოლიდარობა კოალიცია "ქართულ ოცნებას" გამოუცხადა

სახელმწიფო ანსამბლმა "ერისიონმა" სრული შემადგენლობით სოლიდარობა კოალიცია "ქართულ ოცნებას" გამოუცხადა. "ერისიონის" მოცეკვავეები და მომღერლები დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ ტელევიზიებით გადაცემული პატიმრების კადრების გამო ისინი შოკში არიან და თავს ვალდებულად თვლიან, დაუდგნენ იმ ადამიანებს გვერდით, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, სოლიდარობას უცხადებენ პოლიტიკურ პატიმრებს.

როგორც პრესკონფერენციაზე "ერისიონის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი ჩხაიძემ განაცხადა, ანსამბლი სრული შემადგენლობით იქნება იქ, სადაც ქართველი ერია, სადაც ჭეშმარიტებაა და სადაც ძალადობასა და ძალმომრეობას ებრძვიან.

"ინტერპრესნიუსი"