"გალფის" პირველი გაზგასამართი სადგური გაიხსნა

"გალფის" პირველი გაზგასამართი სადგური გაიხსნა

კომპანია "გალფის" პირველი გაზგასამართი სადგური გაიხსნა. პირველი გაზგასამართი სადგური "გალფი" კახეთის გზატკეცილზე (კოსმონავტის ძეგლთან) ამოქმედდა.

როგორც კომპნიაში ამბობენ, სადგური აღჭურვილია თანამედროვე გაზმომარაგების სისტემით, რაც მომხმარებლისთვის უსაფრთხო პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებას უზრუნველყოფს.

უახლოეს მომავალში კომპანია გაზგასამართი სადგურის გახსნას მოსკოვის გამზირზეც გეგმავს.

"გალფს" საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ყველაზე დიდი ქსელი აქვს. დღეისთვის კომპანია საქართველოს მასშტაბით 135 ბენზინგასამართ სადგურს აერთიანებს, 2013 წლისთვის კი მათი რაოდენობა 150-ს მიაღწევს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა