თა­მაზ ჭი­ლა­ძე: "ქედს ვიხ­რი"

თა­მაზ ჭი­ლა­ძე: "ქედს ვიხ­რი"

პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ შე­მაძ­რწუ­ნე­ბელ კად­რებ­სა და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის, გან­სა­კუ­თრე­ბით კი - ახალ­გაზ­რდო­ბის უდი­დეს პრო­ტეს­ტზე, ასე­ვე, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ვნე­ბა­თა­ღელ­ვა­ზე მო­საზ­რე­ბის გა­მოთ­ქმა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდ მო­ჭირ­ნა­ხუ­ლეს, მწე­რალ­სა და დრა­მა­ტურგს, ბა­ტონ თა­მაზ ჭი­ლა­ძეს ვთხო­ვეთ:

- თავს ძა­ლას და­ვა­ტან და შე­ვეც­დე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა მშვი­დად ვუ­პა­სუ­ხო თქვენს კითხ­ვებს, თუმ­ცა, უამ­რა­ვი ჩე­მი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის მსგავ­სად, ალ­ბათ, მეც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

არ შე­იძ­ლე­ბა არა მარ­ტო არ შე­ეძ­რა, არა­მედ არ და­ეთ­რგუ­ნა ყვე­ლა, გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა, ადა­მი­ან­თა წა­მე­ბი­სა და დამ­ცი­რე­ბის იმ სცე­ნებს, რაც ამ ბო­ლო დღე­ებ­ში ტე­ლე­ეკ­რან­ზე ვი­ხი­ლეთ. ჩვენ, საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის ყო­ფილ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ბევ­რი ჯა­ლა­თი გვი­ნა­ხავს ან გვსმე­ნია მათ შე­სა­ხებ, მაგ­რამ მსგავ­სი რამ არც გვი­ნა­ხავს და არც გაგ­ვი­გო­ნია სად­მე. ჩვენს თვალ­წინ არა მარ­ტო კონ­კრე­ტულ პა­ტი­მარს აწა­მებ­დნენ და ამ­ცი­რებ­დნენ, არა­მედ ადა­მი­ა­ნო­ბის დი­ად ცნე­ბას ფე­ხით თე­ლავ­დნენ. ეს იყო ბარ­ბა­რო­სო­ბის შემ­ზა­რა­ვი აქ­ტი, ანუ ბარ­ბა­რო­სო­ბის მა­სობ­რი­ვი ძა­ლის­ხმე­ვა კა­ცობ­რი­ო­ბის მი­ერ შექ­მნი­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნო­ბის ერ­თგვა­რი კო­დექ­სის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლა­ნი მოწ­მე­ნი გავ­ხდით ისე­თი მოვ­ლე­ნი­სა, რო­მელ­მაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი დაგ­ვიბ­რუ­ნა და ისევ ცხოვ­რე­ბის­კენ მოგ­ვა­ხე­და. ეს მოვ­ლე­ნა ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი ახალ­გაზ­რდო­ბის საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლა იყო, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენ­და სრუ­ლი­ად ახალს, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ აქტს ყვე­ლა ად­რინ­დელ ოპო­ზი­ცი­ურ გა­მოს­ვლებ­თან შე­და­რე­ბით, რამ­დე­ნა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი­სა კი არ იყო, არა­მედ წარ­მო­ად­გენ­და ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის, ეროვ­ნუ­ლი სინ­დი­სის დაც­ვის დი­დე­ბულ მა­გა­ლითს.

ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის ასე­თი მა­სობ­რი­ვი, ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­მოს­ვლე­ბი, ერ­თი შე­ხედ­ვით, თით­ქოს მო­უ­ლოდ­ნე­ლიც კი­ა, მაგ­რამ არ ცდე­ბი­ან ისი­ნი, ვი­საც ბუ­ნებ­რი­ვად და ლო­გი­კუ­რად მი­აჩ­ნია ეს გა­მოს­ვლა და, თუ გნე­ბავთ, მა­თი მოთხ­ოვ­ნე­ბიც.

სი­ნამ­დვი­ლე­ში მოხ­და ის, რომ ერის მთა­ვარ­მა, "სუ­ლის ჩამ­დგმელ­მა" ძა­ლამ, რა­საც ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რა ჰქვი­ა, რომ­ლის­თვი­საც ადა­მი­ა­ნის ცნე­ბა კულ­ტად არის ქცე­უ­ლი, გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი უკ­ვდა­ვე­ბა და ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბა. ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რა აქ­ცევს ხალხს ერად, ერს კი, მხო­ლოდ და­მო­უ­კი­დე­ბელ­სა და თა­ვი­სუ­ფალს, შე­უძ­ლია გა­მო­ავ­ლი­ნოს მთე­ლი თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რი მშვე­ნი­ე­რე­ბა, რაც არა მარ­ტო მის­თვის, მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის არის სა­ჭი­რო, მე ვიტყ­ო­დი - აუ­ცი­ლე­ბე­ლიც! კულ­ტუ­რის ტრა­დი­ცი­უ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ხე­ლოვ­ნუ­რი შეც­ვლის ცდა, რო­გორ უც­ნა­უ­რა­დაც უნ­და მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, მთელ ხალხს, მთელ ქვე­ყა­ნას ეპი­გო­ნო­ბის­კენ უბიძ­გებს. ეპი­გო­ნუ­რი კულ­ტუ­რა კი ეროვ­ნუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ვერ შე­ას­რუ­ლებს გან­გე­ბის­გან და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას - ხალ­ხი გარ­დაქ­მნას ერად! დღე­ვან­დელ დღეს სხვა ქვეყ­ნის ხე­ლოვ­ნუ­რი მი­ბაძ­ვა გა­ცი­ლე­ბით სა­ხი­ფა­თოა სა­ერ­თა­შო­რი­სო საკ­მა­ოდ რთულ და ბო­ლომ­დე გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში, რად­გან ერის გაქ­რო­ბის საფ­რთხეს აჩენს. თუმ­ცა, რო­დის იყო სხვა­ნა­ი­რად?!

ამ­დე­ნად, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის გა­მოს­ვლა ცალ­მხრი­ვი, ანუ მხო­ლოდ ბარ­ბა­რო­სო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი არ არის და არც ემო­ცი­უ­რი­ა, არც შემ­თხვე­ვი­თი და, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, არც მო­უ­ლოდ­ნე­ლი. ის არც გუ­შინ დაწყ­ე­ბუ­ლა და არც ხვალ დამ­თავ­რდე­ბა. საქ­მე ის არის, რომ დღეს ახალ­გაზ­რდო­ბას საკ­მა­ოდ ბევ­რი მი­ზე­ზი ჰქონ­და ქუ­ჩა­ში გა­მო­სას­ვლე­ლად - თუნ­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ახა­ლი ადა­მი­ა­ნის, რო­ბო­ტის შექ­მნის მცდე­ლო­ბა; ჩვე­ნი ენის (ხალ­ხის სა­ერ­თო სა­ი­დუმ­ლოს!) უმაქ­ნის, სა­ხელ­მწი­ფო საქ­მი­ა­ნო­ბი­სათ­ვის გა­მო­უ­სა­დე­გარ, მხო­ლოდ სა­ში­ნაო მოხ­მა­რე­ბის, ლინ­გვის­ტურ ელე­მენ­ტად ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბა. გა­ნა კუ­რი­ო­ზი არ არის (სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა თქმა უნ­და, ტრა­გი­კუ­ლი­ა!) ის, რომ ბა­თუ­მის ტე­ლე­ვი­ზი­ა, ნაც­ვლად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­სულ თურ­ქებს ქარ­თუ­ლი ასწავ­ლოს, ანუ ერ­თგვა­რად გა­უ­ად­ვი­ლოს დრო­ე­ბით აქ ყოფ­ნა, რაც ბუ­ნებ­რი­ვი და ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და, ჩვენ - ამ ქვეყ­ნის მცხოვ­რებ­ლებს, მარ­თა­ლი­ა, პი­რო­ბი­თად, მაგ­რამ მა­ინც პატ­რო­ნებს, ანუ მას­პინ­ძლებს, სტუმ­რის ენის - თურ­ქუ­ლის გაკ­ვე­თი­ლებს გვი­ტა­რებს? სად, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა მსგავ­სი რამ?! არა­და, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­ცა პირ­ველ­კლა­სელ ბავშვს წიგ­ნის ნაც­ვლად კომ­პი­უ­ტე­რი შე­ვა­ჩე­ჩეთ ხელ­ში, რი­თაც მას, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, წა­ვარ­თვით... ბავ­შვო­ბა! ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის სცე­ნა მო­დე­ბის ჩვე­ნე­ბის პო­დი­უ­მად და სა­ეჭ­ვო დო­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი შო­უ­ე­ბის ას­პა­რე­ზად ვაქ­ცი­ეთ; რო­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­დან სა­ერ­თოდ გავ­რი­ყეთ ინ­ტე­ლი­გენ­ტის ცნე­ბა, ქვე­ყა­ნა დავ­ტო­ვეთ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ამა­რა, რაც ასეთ­მა ყოვ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბელ­მა რა­დი­კა­ლიზ­მმა მოგ­ვი­ტა­ნა, დღეს იმე­დი­ა, ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია - ერ­თ-ერ­თი მო­წი­ნა­ვე მა­ღალ­კულ­ტუ­რუ­ლი ქვეყ­ნი­დან ჩა­მორ­ჩე­ნილ, სხვის ხელ­ში შემ­ყუ­რე ქვეყ­ნად გა­და­ვი­ქე­ცით.

ვი­სურ­ვებ­დი, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის ასე­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოს­ვლა, ეს მა­ღალ­კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი და ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი აქ­ტი ქცე­უ­ლი­ყო ახალ­გაზ­რდო­ბის ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის­კენ - წიგ­ნის­კენ, თე­ატ­რის­კენ, მუ­სი­კის­კენ - შე­მობ­რუ­ნე­ბის, ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი ამაღ­ლე­ბის, ჩვე­ნი ჭეშ­მა­რი­ტი რა­ო­ბის გა­სახ­სე­ნე­ბელ ნა­ბი­ჯად.

- ხომ არ ფიქ­რობთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მშვი­დად მი­სას­ვლე­ლად უმ­ჯო­ბე­სი­ა, სტუ­დენ­ტე­ბის გა­მოს­ვლე­ბი შეწყ­დეს?

- მე თუ მკითხ­ავთ, აღა­რა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, და­იშ­ლე­ბი­ან თუ არ და­იშ­ლე­ბი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი. თა­ვი­ან­თი საქ­მე, თა­ნაც მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, უკ­ვე გა­ა­კე­თეს, უკ­ვე მი­აღ­წი­ეს თა­ვი­ანთ მი­ზანს - დაგ­ვა­ნახ­ვეს, რომ ქვე­ყა­ნა ცოცხ­ა­ლია და, რაც მთა­ვა­რი­ა, აზ­როვ­ნებს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ხალხს შე­უძ­ლია თვი­თონ გა­დაწყ­ვი­ტოს თა­ვი­სი ბე­დი!

ჩვენს მრავ­ლის­მნახ­ველ, მრა­ვალ­ტან­ჯულ ერს თით­ქოს აქამ­დე სა­ღა­თას ძი­ლით ეძი­ნა, უფ­რო ზუს­ტად - თით­ქოს ჰიპ­ნო­ზურ ტრან­სში იყო ჩა­ვარ­დნი­ლი. მი­სი დუ­მი­ლი რე­ჟი­მის მი­ერ უსიტყ­ვო თან­ხმო­ბად აღიქ­მე­ბო­და და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, არც ისე უსა­ფუძ­ვლოდ. ჩვენ ვდუმ­დით ბევრ რა­მე­ზე, იმა­ზეც კი, რი­სი მოთ­მე­ნაც ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო - იქ­ნე­ბო­და ეს მა­ხინ­ჯი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა თუ წარ­სუ­ლის და­ვიწყ­ე­ბის გაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა, რაც, თუნ­დაც, ერის­თვის წმინ­და ნან­გრე­ვე­ბის ხელ­ყო­ფა­სა და გა­და­კე­თე­ბა­-აღ­დგე­ნა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და და რა­საც, ზო­გი­ერ­თის სიტყ­ვით, "ნან­გრე­ვის გა­ცოცხ­ლე­ბა" ერ­ქვა, თით­ქოს ნან­გრე­ვი ისე­დაც ცოცხ­ა­ლი არ იყოს, უფ­რო მე­ტიც - უკ­ვდა­ვი! ნან­გრე­ვე­ბის ხმას ილია "ქვა­თა ღა­ღადს" უწო­დებ­და. სჯობ­და, გუ­ლის­ყუ­რით გვეს­მი­ნა ამ "ღა­ღა­დის­თვის", მის­გან ბევ­რი რა­მის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბო­და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმი­სა, რომ თუ არ გვექ­ნე­ბა წარ­სუ­ლი, არ გვექ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი! ნან­გრე­ვე­ბის აღ­დგე­ნა რა­ი­მე­თი გა­მარ­თლე­ბუ­ლი რომ იყოს, გარ­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, წარ­სუ­ლის და­ვიწყ­ე­ბის მავ­ნე ცდი­სა, ბერ­ძნებს, იტა­ლი­ე­ლებს ან სომ­ხებს ვი­თომ და­ვას­წრებ­დით ამ საქ­მე­ში?! სო­მე­ხი ზვარ­ტნო­ცის ნან­გრე­ვე­ბის თი­თო­ე­ულ კენჭს ისე­ვე და­კან­კა­ლებს ზედ, რო­გორც ცოცხ­ალ არ­სე­ბას.

პი­რა­დად ჩემ­თვის, ბაგ­რა­ტის ტაძ­რის ნან­გრე­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით ზვი­ა­დი, გა­ცი­ლე­ბით დი­დე­ბუ­ლი, გა­ცი­ლე­ბით მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, ვიდ­რე მი­სი ხე­ლოვ­ნუ­რი ას­ლი... ღმერ­თი თუ­კი ამქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე დი­ად სი­კე­თეს, ანუ სამ­შობ­ლოს გიწყ­ა­ლო­ბებს, შენ შე­ნი სი­ცოცხ­ლი­თა თუ სიკ­ვდი­ლით უნ­და შეძლო კი­დეც მი­სი მოვ­ლა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რაც არაერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბი­ათ ჩვენს წი­ნაპ­რებს. სამ­შობ­ლო მა­რა­დი­უ­ლი ცნე­ბა­ა, სა­ხელ­მწი­ფო კი - დრო­ე­ბი­თი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ცვა­ლე­ბა­დი და ნამ­დვი­ლად ბედ­ნი­ე­რე­ბაა (თუმ­ცა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი!), რო­ცა ეს ორი ცნე­ბა ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. ვიდ­რე სამ­შობ­ლო­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თმა­ნე­თის­გან არ გან­ვას­ხვა­ვებთ, კი­დევ ბევ­რი გა­უ­გებ­რო­ბის მსხვერ­პლნი აღ­მოვ­ჩნდე­ბით. ბო­ლოს და ბო­ლოს, შე­იძ­ლე­ბა ავა­შე­ნოთ სინ­გა­პუ­რის მსგავ­სი, პლა­გი­ა­ტი, თუნ­დაც საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და დავ­კარ­გოთ... სამ­შობ­ლო!

ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­მოს­ვლა, რო­მელ­საც, სხვა­თა შო­რის, არც ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა არ წარ­მარ­თავს, სწო­რედ ასე­თი უსა­ხუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­მარ­თუ­ლი, ანუ ყვე­ლა­ფე­რი იმის და­სა­ცა­ვად, რა­საც სხვა­ნა­ი­რად სამ­შობ­ლო ჰქვი­ა!.. ქედს ვიხ­რი ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის წი­ნა­შე და მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლი­ა, რომ მა­თი იმე­დით კი­დევ შე­იძ­ლე­ბა ამქვეყ­ნად გაძ­ლე­ბა და უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე ოც­ნე­ბა.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­კე­თებს სწორ არ­ჩე­ვანს?

- სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი მე­ტად სუ­ბი­ექ­ტუ­რი რამ გახ­ლავთ, ერთს ერ­თი მი­აჩ­ნია სწო­რად, მე­ო­რეს - მე­ო­რე და ა.შ. და თუ ეს ვინ­მეს ძალ­და­ტა­ნე­ბით, და­პი­რე­ბით, თუნ­დაც, რჩე­ვით არ კეთ­დე­ბა, ყვე­ლა ამომ­რჩე­ვე­ლი მარ­თა­ლია სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის წი­ნა­შე. მთა­ვა­რი­ა, ვი­ცო­დეთ, ვის ვაძ­ლევთ ხმას და რა­ტომ და, ამა­ვე დროს, უნ­და გვეს­მო­დეს სა­კუ­თა­რი ხმის მნიშ­ვნე­ლო­ბა - ეს ისე­თი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა, სა­დაც თი­თოე­ულ ხმას შე­ეძ­ლე­ბა გა­დამ­წყვე­ტი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა. მო­რი­დე­ბით შე­მიძ­ლია ვურ­ჩიო ჩემს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, რო­გორ­მე ყვე­ლამ უნ­და შევ­ძლოთ არ­ჩევ­ნებ­ზე მის­ვლა. ერ­თმა დღე­ვან­დელ­მა ცნო­ბილ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა თქვა: ეს არის ერ­თა­დერ­თი დღე, რო­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბე­დი ხალ­ხის ხელ­ში­ა­ო. შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვამ­ხელ ამ პო­ლი­ტი­კო­სის ვი­ნა­ო­ბას, რად­გან, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი­ვით მეც ამ­ჟა­მად არა­ვი­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბა არ მა­ლა­პა­რა­კებს. ნუ გა­ვუშ­ვებთ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან, დე, ყვე­ლამ ერ­თნა­ი­რად ვიგ­რძნოთ, რომ არა მარ­ტო ამომ­რჩევ­ლე­ბი ვართ, არა­მედ მო­მა­ვა­ლი უკე­თე­სი ქვეყ­ნის მე­სა­ძირ­კვლე­ნიც.

1-ელ ოქ­ტომ­ბერს ბევ­რი ჩვენ­გა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში ჩა­ვაგ­დებთ არა მარ­ტო სა­სურ­ველ ბი­უ­ლე­ტენს, არა­მედ მო­ვი­შო­რებთ თით­ქმის ყვე­ლა­ფერს, რაც აქამ­დე ხელს გვიშ­ლი­და, გვეგ­რძნო თა­ვი და­მო­უ­კი­დე­ბელ პი­როვ­ნე­ბად, ანუ ში­შით, ჩურ­ჩუ­ლით არ გვე­სა­უბ­რა თუნ­დაც ოჯა­ხის წევ­რებ­თან ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლაფ­რი­სად­მი, რაც ჩვენს გარ­შე­მო ხდე­ბო­და. მოკ­ლედ, იმ დღეს და­ვიბ­რუ­ნებთ ჩვენს ნამ­დვილ რა­ო­ბას!..

"1-ელ ოქ­ტომ­ბერს ბევ­რი ჩვენ­გა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში ჩა­ვაგ­დებთ არა მარ­ტო სა­სურ­ველ ბი­უ­ლე­ტენს, არა­მედ მო­ვი­შო­რებთ თით­ქმის ყვე­ლა­ფერს, რაც აქამ­დე ხელს გვიშ­ლი­და, გვეგ­რძნო თა­ვი და­მო­უ­კი­დე­ბელ პი­როვ­ნე­ბად, ანუ ში­შით, ჩურ­ჩუ­ლით არ გვე­სა­უბ­რა თუნ­დაც ოჯა­ხის წევ­რებ­თან ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლაფ­რი­სად­მი, რაც ჩვენს გარ­შე­მო ხდე­ბო­და. მოკ­ლედ, იმ დღეს და­ვიბ­რუ­ნებთ ჩვენს ნამ­დვილ რა­ო­ბას!.."

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს