"ონიმას" ხორცპროდუქტები თბილისის სავაჭრო ობიექტებშიც იყიდება. მენეჯმენტი ბაზრის შესწავლას განაგრძობს. თბილისში ჯერჯერობით ხორცპროდუქტების დისტრიბუცია მცირე მასშტაბით განხორციელდა. რეალიზაციის ზრდის შემთხვევაში "ონიმას" ხორცპროდუქტები ყველა სასურსათო მაღაზიაში შევა. ამასთან კომპანია რებრენდინგს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება პროდუქციის შეფუთვა და გაიზრდება ასორტიმენტი. ახალი შეფუთვით "ონიმა" ბაზარზე გაზაფხულზე წარდგება.
კომპანია ამ დროისთვის 40 სახეობის ხორცპროდუქტს აწარმოებს და მისი რეალიზაცია ძირითადად დასავლეთ საქართველოში ხორციელდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9