"ჰარი პოტერის" ავტორის ახალი წიგნი დიდებისთვის

"ჰარი პოტერის" ავტორის ახალი წიგნი დიდებისთვის

ჯოან როულინგის ახალი ნაწარმოები "შემთხვევითი ვაკანსია", სავარაუდოდ, უსიამოვნოდ გააოცებს მწერლის იმ ფანებს, რომლებიც როულინგისგან მორიგ პოტერიანას ელოდნენ. ისტორიას, სადაც თინეიჯერ გოგონას მისი მეძავი დედის ნარკოტიკებით მოვაჭრე ბოიფრენდი აუპატიურებს, ალბათ არც ისე ბევრი მშობელი მისცემს თავის ბავშვს წასაკითხად.

კრიტიკოსი ალისონ პირსონი, რომელმაც წიგნის რამდენიმე თავი გამოცემამდე წაიკითხა, როულინგის ახალ წიგნს ახასიათებს როგორც უცნაურ კოქტეილს, რომელიც სავსეა ლანძღვა-გინებით, სექსით, ძალადობით და სარკასტული იუმორით. მოუტანს თუ არა ახალი წიგნი როულინგს ისეთივე წარმატებას, როგორც ჰარი პოტერის საგა, ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია telegraph-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს