ჯოან როულინგი "ჰარი პოტერის" თავიდან დაწერას აპირებს

ჯოან როულინგი "ჰარი პოტერის" თავიდან დაწერას აპირებს

ბრიტანელი მწერალი, ჯოან როულინგი "ჰარი პოტერის" თავგადასავალის დაწერას ხელახლა აპირებს.

"რამდენიმე წიგნს ჰარი პოტერის შესახებ სერიოზული დამუშავება სჭირდება. დროის მკაცრ რეჟიმში მიწევდა მუშაობა, რაც ძალიან რთული იყო. როდესაც ამ წიგნებს თავიდან ვკითხულობ, ვფიქრობ: ღმერთო, იქნებ სჯობდეს ამ წიგნების საავტორო ვერსიები დავწერო?" - აცხადებს როულიგნი.

მწერალმა აღნიშნა, რომ აღარ აპირებს ჰარი პოტერის ისტორიის გაგრძელებას, თუმცა მისი მომავალი წიგნი აუცილებლად ბავშვებისთვის იქნება.

როულინგმა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას მისი პირველი წიგნი ზრდასრული მკითხველისთვის - "თავისუფალი ადგილი" წარუდგინა.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს