მეწყერის შედეგად "ბახვიჰეს 3"-ს დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიადგა. ამის შესახებ "ინტეპრესნიუსს" ჰესზე სამუშაოს დამკვეთის - "ქეიჯი ენერჯის" წარმომადგენელმა ვახტანგ ღონღაძემ განუცხადა.
როგორც შემთხვევის ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მეწყერმა გუშინ "ბახვიჰეს 3"-ის მთავარი სამანქანე დანადგარების შენობა გაანადგურა.
ვახტანგ ღონღაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ბოლომდე ჯერ არ დათვლილა და მეწყერმა თუ მანქანა-დანადგარებიც დააზიანა ზარალი 3 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.
თვითმხილველთა ცნობით, მეწყერი გუშინ, დაახლოებით 19:00 საათზე ჩამოწვა. შემთხვევის ადგილზე, ხარაჩოებზე მხოლოდ 4 მუშა იმყოფებოდა და მათ მთის მასივის ჩამოშლისთანავე მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსვლა მოასწრეს.