კაიროს ქუჩაზე საწყობში ხანძარია

კაიროს ქუჩაზე საწყობში ხანძარია

კაიროს ქუჩაზე, ვარკეთილის ხიდებთან ერთ-ერთ საწყობში ხანძარია. ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი მზესუმზირის შემნახველი საწყობის სახურავზე, 100 კვადრატულ მეტრზე გაჩნდა. ადგილზე 7 სახანძრო ბრიგადაა გასული.

როგორც საგანგებოში აცხადებენ, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ დადგინდება თუ რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია