"ფლაი ჯორჯია" საერთაშორისო რეისებს იწყებს

"ფლაი ჯორჯია" საერთაშორისო რეისებს იწყებს

ქართულ ბაზარზე ახალშემოსული ავიაკომპანია "ფლაი ჯორჯია" საერთაშორისო რეისებს იწყებს. როგორც კომპანიაში გადაცემა "რადიო მარკეტს" განუცხადეს, 6 ოქტომბრიდან ფრენები ამსტერდამის მიმართულებით განხორციელდება. ავიაბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 400 ლარიდან დაიწყება. თავდაპირველად რეისები ამსტერდამის მიმართულებით კვირაში ერთხელ შესრულდება. საერთაშორისო რეისების არეალს კომპანია ეტაპობრივად გაზრდის.

ავიაკომპანია "ფლაი ჯორჯია" ქართულ ბაზარზე 3 აგვისტოს გამოჩნდა და პირველი ფრენა ბათუმის მიმართულებით შეასრულა. ბათუმის რეისების გრაფიკი უცვლელია და ფრენები კვლავ კვირაში 56-ჯერ ხორციელდება. ერთი გზის ღირებულება 89 ლარია როგორც კომპანიაში ამბობენ, მოთხოვნა ამ დრომდე მაღალია.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა