Flydubai ბუქარესტში რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს

Flydubai ბუქარესტში რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს

დუბაის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.

ფრენა ბუქარესტის ჰენრი კოანდას ოტოპენის საერთაშორისო აეროპორტში უკვე განხორცილედა.

"ამ რეისის დანიშნვა რუმინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, ტურიზმის განვითარებასა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა გაერთიანებული არაბეთის საემიროების ელჩმა რუმინეთში, იუსიფ ალ ჰოსანიმ.

Flydubai ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კვირაში 78 რეისს ასრულებს. რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის, უკრაინისა და რუმინეთის მიმართულებით ახორციელებს.

"ბუქარესტი ტურისტებს ბევრ საინტერესო ღირსშესანიშნაობას სთავაზობს, მათ შორის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს, რუმინულ ათენეუმს, ლიფსკანის, სადაც სახლები შუასაუკუნეების და რენესანსის სტილშია აგებული. ეს ქალაქი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს, სადაც ძალიან სწრაფად ვითარდება უძრავი ქონების, მშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების ბიზნესი", - აცხადებენ კომპანიაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა