მაიმუნმა მშობიარობის შემდეგ მოწევას თავი დაანება

მაიმუნმა მშობიარობის შემდეგ მოწევას თავი დაანება

კუნძულ იავაზე ზოოპარკის, Taru Jurug-ის ბინადარმა ორანგუტანგმა მშობიარობის შემდეგ მოწევას თავი დაანება.

მაიმუნი სახელად ტორი 10 წლის განმავლობაში ეწეოდა. ამ მავნე ჩვევისკენ მას ზოოპარკის სტუმრებმა უბიძგეს. ადამიანები მის გალიაში სიგარეტის ნამწვებს ყრიდნენ. მაიმუნმა ერთხელ გაუსინჯა გემო და მას შემდეგ აქტიური მწეველი გახდა.

ტორის ცხოვრება მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც დედა გახდა. ახლა ის და მისი პარტნიორი, ორანგუტანგი სახელად დიდიკი ზოოპარკში სპეციალურად მათთვის გამოყოფილ პატარა "კუნძულზე" ცხოვრობენ.

პატარა ორანგუტანგი, მიუხედავად იმისა, რომ დედამისი 10 წლის განმავლობაში ეწეოდა, თავს მშვენივრად გრძნობს. ის სრულიად ჯანმრთელია. ნაშიერის სქესი უცნობია, რადგან მზრუნველი დედა მას არავის აკარებს.

ორანგუტანგმა მშობიარობის შემდეგ მოწევას ტავი დაანება

მომზადებულია ermoshka.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს