ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს, გამოვიდა ჟურნალ "გზის" ახალი ნომერი (N40, 4-10 ოქტომბერი 2012 წ.), რომელშიც წაიკითხავთ:
"არ ვიცი, უკვე რამდენჯერ მოვიკლა თავი"
მინდია უგრეხელიძე: "როცა ეს ხელისუფლება სათავეში მოვიდა, ვიცოდი, რა სირთულეები იქნებოდა. მართალია, მიხეილ სააკაშვილი ბევრს ლაპარაკობს თავის განათლებაზე, მაგრამ მას ბავშვობიდან ვიცნობ და კარგად ვიცი, როგორია მისი სამართლებრივი განათლება. ისიც კარგად მახსოვს, მოსკოვში გამოცდაზე რომ ჩაიჭრა; მისი ბებია, ბაბუა და დედა მთხოვდნენ, დავხმარებოდი კიევის სასწავლებელში მიშას მოწყობაში. მაშინ მას სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და თავისი არასწორი საქციელის გამო თბილისში არ დაედგომებოდა, თანაკლასელების მშობლები დასდევდნენ... ამ საკითხზე მეტად აღარ შევჩერდები, ეს ხომ მან კარგად იცის... ერთს გეტყვით: კიევის უნივერსიტეტში მიშა ჩემი გაგზავნილია. აკაკის "გამზრდელის" არ იყოს, არ ვიცი, უკვე რამდენჯერ მოვიკლა თავი".
"მეხუთე პალატა" და მხატვრის თვალით დანახული "ნაციონალური მოძრაობა"
თეიმურაზ გაგნიძე: "ნახატს "მეხუთე პალატა" ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი, ავადმყოფური მდგომარეობის გამო დავარქვი... არც ერთმა ხელისუფალმა საკუთარ პიარსა და კეთილდღეობას ქვეყნის ინტერესები არ უნდა შესწიროს... არაერთ გალერეაში ვცადე ნამუშევრის გამოფენა, მაგრამ ყველამ უარი მითხრა. გალერეების მესვეურებს არაფერს ვაბრალებ, ეს ამ ტერორისტული ხელისუფლების ბრალია".
ციფრების გავლენა თანმედროვე ქართულ პოლიტიკაზე
დაბით ბიტიკაშვილი: "ივანიშვილმა ყველა აქცია და ღონისძიება მისთვის პოზიტიურ დრეებში ჩატარა, რასაც ვერ ვიტყვი სააკაშვილზე. მან წინასაარჩევნო, შემაჯამებელი აქცია 28 სექტემბერს გამართა. ეს დღე მისთვის ძალიან ნეგატიური გახლდათ... ახლა სააკაშვილსა და ივანიშვილსაც ძალზე რთული პერიოდი უდგათ, რადგანაც იუპიტერი ტყუპის ზოდიაქოში იმყოფება, საქართველოს ჰოროსკოპში კი ტყუპის ზოდიაქოა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესია დაწყებული. სააკაშვილი და ივანიშვილი ისეთ პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მტერსაც არ ვუსურვებ. გაძლიერებული სამოქალაქო საზოგადოება უკვე არავის არაფერს აპატიებს".
10 თვის ჩვილის მკვლელობის შემზარავი დეტალები
შვილმოკლული დედა, 20 წლის თათია მექერიშვილი: "არ ვიცი, ვის რა დავუშავე, ასე რომ გამამწარა და შვილი მომიკლა. არც ის ვიცი, ეს არჩევნებს დავუკავშირო თუ არა, ფაქტია, ჩემი შვილი ქვევრში ჩააგდეს... გაოგნებული ვარ, შვილი აღარ მყავს!.. სანამ ეს ამბავი დამატყდებოდა თავს, იმ საღამოს მაღაზიაში მაწვნის საყიდლად წავედი. უბანში ჩემი თანასოფლელი სამი ბიჭი იჯდა და მგონი, ჩემ გასაგონად ჩაილაპარაკეს - ბერიკაშვილების სახლში ხელყუმბარის შეგდება რა არის, უბანში სასწაული მოხდებაო. არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება. დაჰკითხონ ისინი - მათი ვინაობა პოლიციას ვუთხარი; ჩემი მოგვარეები არიან, მექერიშვილები, ორი ძმა და - მათი ბიძაშვილი. გიორგი ღვინიაშვილის ნათესავები არიან. იმათაც ვერ დავაბრალებ, იქნებ რეალურად სულ სხვაა დამნაშავე".