წყნეთის სამთავრობო აგარაკები ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ დაუტოვებიათ

წყნეთის სამთავრობო აგარაკები ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ დაუტოვებიათ

წყნეთში, სამთავრობო აგარაკები ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ დაუტოვებიათ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აგარაკიდან პირადი ქონების გატანა მთავრობის წარმომადგენლებს უკვე დაწყებული აქვთ.

გიგი უგულავას, გელა ბეჟუაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს, ადგილობრივები ყოველდღე ხედავენ. მოსახლეობის ცნობით, ისინი სამსახურებში დღემდე წყნეთიდან დადიან. მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მისაკუთრებული აქვთ.

სამთავრობო აგარაკებთან დაცვა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ჟურნალისტებისთვის აგარაკების ზონაში შესვლა და გადაღება სპეციალური საშვით არის შესაძლებელი. გადაღება აკრძალულია გალავნიდანაც.

დღეს, აგარაკი სავარაუდოდ დროებით, საქართველოს საგარეო დაზვერვის შეფმა გელა ბეჟუაშვილმა დატოვა. სამთავრობო ავტომობილების მიმოსვლა წყნეთში გააქტიურდა.

პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, აგარაკების დატოვება მოუწევთ: ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გელა ბეჟუაშვილს, გიგი უგულავას, ნიკა გილაურს, დათო ტყეშელაშვილს, კობა სუბელიანს, დათო ბაქრაძეს, გია ბარამიძეს, ხათუნა გოგორიშვილს, გიგა ბოკერიას, ეკა ტყეშელაშვილს, კოტე კუბლაშვილს, დიმიტრი შაშკინს და კიდევ რამდენიმე პირს. ეს ადამიანები წყნეთის სამთავრობო აგარაკებით "ვარდების რევოლუციის” შემდეგ სარგებლობდნენ. ახლა კი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათ ახალი მთავრობის წევრები ჩაანაცვლებენ.

იხილეთ ვიდეო