ფასდაკლებების საიტზე hotsale.ge გამაჯანსაღებელი ცენტრი Lotus Garden 30%-იანი ფასდაკლებით ანტიცელულიტურ, გასახდომ პროგრამას გთავაზობთ.
ეს არის პროგრამა, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პროცედურის დაწყებამდე განისაზღვრება სხეულის პრობლემური ზონების - წელისა და ბარძაყების გარშემოწერილობა.
პროცეუდრა ხორციელდება სპეციალურ, მშრალ სპა-კაფსულაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ.
პროგრამა იწყება პრობლემური ზონების პილინგით ღრმა ანტიცელულიტური მოქმედების სკრაბის მეშვეობით, რაც ერთი მხრივ, ცხიმოვან უჯრედებზე მოქმედებს, როგორც მექანიკური გამაღიზიანებელი, ხოლო მეორე მხრივ, წინასწარ ამზადებს კანს, რათა უკეთესად შეიწოვოს ვულკანური წარმოშობის, სპეციალური სამკურნალო ტალახი.
გასახდომი ღრმა მასაჟი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმისა და ჭარბი სითხის გამოდევნას.
შემდგომ, სხეული იფუთება სამკურნალო, თერმული მოქმედების გასახდომ ტალახში. სპა-კაფსულის მეშვეობით შექმნილი მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის სწრაფ წვას, რაც პროცედურას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
დასასრულს, სხეული მუშავდება "ცხელი პირსახოცების" საშუალებით, რაც კუნთს რელაქსაციის საშუალებას აძლევს, პროცედურას კი კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
ხანგრძლივობა: 1:05 სთ
ინფორმაცია ფასდაკლებაზე:
შეიძინეთ ფასდაკლების კუპონი საიტზე hotsale.ge 4 ლარად და მიიღეთ 30% ფასდაკლება გასახდომი პროცედურების ნებისმიერ რაოდენობაზე Lotus Garden-ში!
აქციის პირობები:
კუპონის გამოყენება შესაძლებელია შეძენისთანავე 14 ნოემბრის ჩათვლით. მომსახურების მისაღებად საჭიროა წარადგინოთ ფასდაკლების კუპონის კოდი და პირადობის მოწმობა. საჭიროა წინასწარ დარეკვა და ჩაწერა.