"რუსთავი 2"-ის 40%-იანი წილის მფლობელი დავით კეზერაშვილი გახდა

"რუსთავი 2"-ის 40%-იანი წილის მფლობელი დავით კეზერაშვილი გახდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 40%-იანი წილის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მედია ჯორჯია" გახდა, რომლის დამფუძნებელი, 100%-იანი წილის მფლობელი დავით კეზერაშვილია. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალმა "ლიბერალმა" გაავრცელა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ "მედია ჯორჯიამ", რომელიც გუშინ, 3 ოქტომბერს დაფუძნდა, 40%-იანი წილი ლევან ყარამანიშვილისგან ნახევარ მილიონ დოლარად შეიძინა.

წილის მიყიდვის გადაწყვეტილება დღეს, პარტნიორთა კრებაზე მიიღეს.

"რუსთავი 2"-ის 50%-ს ლევან ყარამანიშვილი, 10%-ს - გიორგი გეგეშიძე და 40%-ს დავით კეზერაშვილი ფლობს.

"მედია ჯორჯიადან" ხელს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას მყიდველი გიორგი ფრუიძე აწერს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები