"ბარამბომ" საბავშვო ბრენდის "ბარამბინოს" ასორტიმენტი გააფართოვა

"ბარამბომ" საბავშვო ბრენდის "ბარამბინოს" ასორტიმენტი გააფართოვა

კომპანა "ბარამბომ" საბავშვო ბრენდის "ბარამბინოს" ასორტიმენტი გააფართოვა. როგორც კომპანიაში გადაცემა "რადიო მარკეტს" განუცხადეს, უკვე გაყიდვაშია შოკოლადის ფილა 2 არომატით. მისი ფასი საცალო ქსელში 2 ლარიდან იწყება. არომატისა და ხარისხის გათვალისწინებით კომპანიაში მიაჩნიათ, რომ პროდუქტი მოთხოვნადი იქნება.

"ბარამბო" ჯერ კიდევ 2011 წელს საქართველოში შოკოლადის ფილების სეგმენტში ლიდერი იყო. ქართული პროდუქცია იმპორტული შოკოლადის ფილების გაყიდვებს აჭარბებს.

"ბარამბო" ამჟამად 30-მდე სახეობის შოკოლადის და საკონდიტრო ნაწარმს უშვებს. ამ დროისთვის კომპანია 3 ბრენდს - "ბარამბოს", "ბარამბინოსა" და "მარგალიტს" აერთიანებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა