Pegasus Airlines-ი ბათუმის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირველ ფრენას შეასრულებს

Pegasus Airlines-ი ბათუმის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირველ ფრენას შეასრულებს

Pegasus Airlines-ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირველი ფრენა 8 ოქტომბერს შესრულდება. საქართველოში ავიაკომპანიის გენერალური აგენტის GASA-ს ინფორმაციით, მგზავრებს თბილისიდან და ბათუმიდან, ასევე 7 რეგიონული ქალაქიდან 45-სავარძლიანი კომფორტული ავტობუსი საუზმის სერვისით მოემსახურება.

ბათუმი-სტამბულის ავიაბილეთის საწყისი ღირებულება 52,99 ევროა.

8 ნოემბრამდე სპეციალური აქციაც მოქმედებს, რომლის ფარგლებში კომპანია ბათუმი-სტამბულის ავიარეისის მგზავრებს უფასო ტრანსფერით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი საქართველოს ბაზარზე 2010 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს. კომპანია თბილისი-სტამბულის ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს და 40-ზე მეტ სატრანზიტო რეისს ემსახურება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა