Audi Q5

Audi Q5

"აუდი Q5" არის კომპაქტური ქროსოვერი (SUV), რომელსაც გერმანული ავტომობილების მწარმოებელი "აუდი" უშვებს 2009 წლიდან. იგი იწარმოება "აუდის" მშობლიურ ქალაქ ინგოლშტადტში. "აუდის" "Q"-ების სამოდელო რიგში Q5 არის "აუდის" მეორე მოდელი, რომელიც მოდის სრული ზომის Q7-ის შემდეგ.

"აუდი Q5" არის მაღალი კლასის წარმომადგენელი ავტომობილი, რომელიც წააგავს სპორტული იმიჯის მქონე ავტომობილს, მაგრამ ამავდროულად ზოგიერთი მექანიკური სპეციფიკაციები ისეთივე აქვს, როგორიც "აუდი A5/S5"-ს და A4-ს. Q5 ასევე ძლიერია "OFF-ROAD"-ზეც, რაც მისი 4X4-ზე სისტემის დამსახურებაა. ოთხივე ბორბლის ამოძრავების შესაძლებლობა აუმჯობესებს ავტომობილის კონტროლის საშუალებას რთულად მისასვლელ ადგილებშიც კი.

Q5-ის მიმზიდველობას კიდევ ის ზრდის, რომ იგი უფრო დიდი და მაღალია ვიდრე ჰეჩბექი და ამავდროულად უფრო კომპაქტური და პატარაა ვიდრე სრული ზომის "ოფროუდერი". აუდი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ინტერიერით, მაგრამ Q5-ის სტილის ქროსოვერების ჯგუფში იგი ასევე ზომით ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ინტერიერი უფრო ფართე იქნება, ვიდრე უმრავლესობა ავტომობილებისა, რომლებიც ამავე ჯგუფს მიეკუთვნებიან. შედეგად გამოვლინდა, რომ Q5 შესანიშნავად ახერხებს მაღალი ხარისხისა და კომფორტის დაბალანსებას.

თბილისის "აუდის" შოურუმში წარმოდგენილ Q5-ს აქვს 3.2 FSI ძრავი Quattro სისტემით და მისი ფასია 46 900 ევროს ექვივალენტი ლარში.

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ტელ: (+995 32) 250 60 60.

ბათუმი, ჭავჭავაძის გამზ. N21, ტელ: (+888 222) 27 68 68

დაწვრილებით ინფორმაციისთვის ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე - www.audi.ge

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო