"მაესტროს" ინფორმაციით, ბოლო დღეებში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტების უკან, შესაძლოა, გია უდესიანი იდგეს

"მაესტროს" ინფორმაციით, ბოლო დღეებში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტების უკან, შესაძლოა, გია უდესიანი იდგეს

ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარი ყაჩაღობისა და ძარცვის ფაქტების უკან, შესაძლოა, ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტი გია უდესიანი იდგეს.

ტელეკომპანია ინკოგნიტო პირს ესაუბრა, რომელიც ამტკიცებს, რომ შესაბამისი დავალებები გია უდესიანისგან მანაც მიიღო. "მაესტროს" რესპონდენტის განმარტებით, უდესიანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის, ძარცვის, ყაჩაღობისა და არეულობის დავალებებს მას პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების სანაცვლოდ აძლევდა.

"უდესიანს და ვიღაცებს კარგა ხნის წინ შევხვდი. თავიდან საუბარი იყო არჩევნებზე გვერდზე დგომაზე, მანქანით დავდიოდით უბნებზე და ასეთი რაღაცები, ადრე ამ ტიპის დავალებებს არ გვაძლევდა", - აცხადებს ტელეკომპანიის რესპონდენტი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ დღეში საქართველოში ორი საფინანსო ინსტიტუტის - "საქართველოს ბანკის" და "პროკრედიტ ბანკის" ოფისები გაძარცვეს. ასევე ძარცვის შემთხვევები დაფიქსირდა გორსა და რუსთავში.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები