Audi Q7

Audi Q7

აუდი Q7 არის პირველი მაღალი კლასის წარმომადგენელი SUV ქროსოვერი აუდის სამოდელო რიგებში. მისი წარმოება დაიწყო 2005 წელს და გასაყიდად იქნა გატანილი 2007 წელს. Q7 შექმნილია ქალაქში სასიარულოდ ვიდრე "off-road"-ისთვის, მაგრამ მისი ფუქციებისა და 4X4-ზე სისტემის გამო იგი მაინც საკმაოდ ძლიერია "off-road"-ზეც.

აუდი Q7 ასევე გამოირჩევა მისი მოდური ინტერიერით რომელიც უმაღლესი კლასის ხელობის შედეგია და არის აღჭურვილი მაღალი ხარისხის უსაფრთხოების ფუნქციებით. ავტომობილში 7 ადამიანი ეტევა. შეიძლება ითქვას რომ Q7-ს მსოფლიოში ერთერთი გამორჩეული ინტერიერი აქვს და მასალები, რომლისგანაც იგი შედგება უდაოდ უმახლესი ხარისხისაა.

კიდევ ერთი უპირატესობა აუდი Q7-ისა არის ის რომ აუდიმ იგი შექმნა ისე რომ ამ SUV-ს შედარებით ნაკლები საწვავი გამოეყენებინა და დაეზოგა CO2-ის რაოდენობა, რის შედეგადაც იგი იყენებს ნაკლებ ენერგიას ისე, რომ მის სიმძლავრეს არაფერი აკლდება. აუდი Q7-ს გააჩნია ავტომატური დაქოქვისა და გათიშვის ფუნქცია. ამ ფუნქციის შედეგად ავტომობილის ძრავი თავისით ითიშება როდესაც იგი დიდი ხნის განმავლობაში უძრავად დგას, მაგალითად საცობში ან შუქნიშანთან, როდესაც მძღოლი მუხრუჭიდან ფეხს იღებს ძრავი მაშინვე იქოქება. ამის შედეგად იზოგება საწვავი და მცირდება CO2-ის რაოდენობა.

აუდი Q7 არის უფრო გრძელი და ფართე ვიდრე მისი კონკურენტი BMW X5, ტოიოტა ლენდ კრუიზერი და ტოიოტა ფორტუნერი, მაგრამ იგი მათზე ოდნავ დაბალია, რაც შსაძლებელია ასევე მის აეროდინამიკას უსვამდეს ხაზს.

Q7-ს აქვს 3.0 L. ძრავი Quattro სისტემით".

თბილისის აუდის შოურუმში წარმოდგენილ Q7-ს აქვს 3.0 L. ძრავი Quattro სისტემით და მისი ფასია 63,380 ევრო ექვივალენტი ლარში.

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ტელ: (+995 32) 250 60 60.

ბათუმი, ჭავჭავაძის 21, ტელ: (+888 222) 27 68 68 .

დაწვრილებით ინფორმაციისთვის ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე - www.audi.ge.

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო