ახლადშემოსულმა ავიაკომანია Fly Georgia-მ საერთაშორისო რეისები დაიწყო. პირველი ფრენა ევროპის მიმართულებით ამსტერდამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე განხორციელდა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ევროპის მიმართულებით რეისები 2009 წლის მოდელის AIRBUS-ით კვირაში ორჯერ შესრულდება. ერთი გზა 400 ლარი ეღირება.
ამასთან, კომპანია სერთაშორისო რეისების არეალს გაზრდის და წლის ბოლოს ფრენებს დანიშნავს კიევის, მინსკის და ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9