განათლების ყოფილი მინისტრი სააკაშვილის ძმაზე გათხოვდა

განათლების ყოფილი მინისტრი სააკაშვილის ძმაზე გათხოვდა

პოლიტიკის პარალელურად თბილისი განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრ ხატია დეკანოიძის პირადი ცხოვრების შესახებ ალაპარაკდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე გათხოვდა და მისი რჩეული საქართველოს პრეზიდენტის ძმა დავით სააკაშვილია. ჩვენი წყაროს ცნობით, დავით სააკაშვილი და ხატია დეკანოიძე რამდენიმე თვის განმავლობაში ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი ქვეყნის პირველი პირის ძმა ოფიციალურად გაეყარა მეუღლეს, თეა მოსიძეს და განათლების მინისტრზე იქორწინა. დავით სააკაშვილს პირველი ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს. ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ განათლების სამინისტროს პრესცენტრის ხელმღძვანელ ნათია პაპავასთან ვცადეთ:

- ქალბატონო ნათია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრი ხატია დეკანოიძე პრეზიდენტის ძმას, დავით სააკაშვილს გაჰყვა ცოლად...

- ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ მენდოთ და დამიჯეროთ, რომ მინისტრის გათხოვების შესახებ არაფერი მსმენია.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"