თინა კანდელაკი - "საქართველოს ისტორიაში ხშირად ყოფილა, როცა 95%-იანი ფანატური სიყვარული სიძულვილში გადაზრდილა"

თინა კანდელაკი -  "საქართველოს ისტორიაში ხშირად ყოფილა, როცა 95%-იანი ფანატური სიყვარული სიძულვილში გადაზრდილა"

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი, თინა კანდელაკი რუსულ ტელეარხ "რასია1"-ზე, გადაცემა "ვესტის" ეწვია.

თინამ ქართულ კულტურაზე, ენასა და დიალექტებზე ისაუბრა. ტელეწამყვანი ქართულ პოლიტიკაში არსებულ ვითარებასაც შეეხო. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ისიც და ბიძინა ივანიშვილიც იმერლები არიან.

"საქართველო ამდენი წელი მიისწრაფვოდა ნატოსკენ და თანამშრომლობდა ამერიკასთან და ერთ დღეში მოვიდა ადამიანი, რომელმაც სააკაშვილი შეცვალა, მოსალოდნელია, რომ ის განაცხადებს, რომ ჩვენ ვწყვეტთ ამერიკასთან ურთიერთობას და რუსეთისკენ ვიღებთ გეზს. მაგრამ ის, რასაც ივანიშვილი ამბობს და როგორი რეაქციაც აქვს აუდიტორიას, ასეთი, დიდი ხანია, არ ყოფილა."

თინა კანდელაკმა კომენტარი მიხეილ სააკაშვილზეც გააკეთა:

"ერთი მხრივ, მიხაილ ნიკალაევიჩი ყველაფერს აკეთებდა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაწყვეტილიყო და მეორე მხრივ, არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ის ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდა აქ საქართველოს პიარისთვის. ბოლო დროს, როდესაც მე საქართველოზე ვსაუბრობდი, სხვა თემა არ იყო, გარდა სააკაშვილისა. ჩვენ, საერთოდ, მის გარდა, სხვა არაფერზე ვლაპარაკობდით, მაგრამ საქართველო სააკაშვილი არ არის და სააკაშვილი - მთელი საქართველო".

ქართველი ტელეწამყვანი არჩევნების თემასაც შეეხო. მისი თქმით "საკაშვილი ცდილობს, ყველას დაანახოს: თითქოს დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა". მისივე თქმით, სააკაშვილს სხვა გზა არ ჰქონდა. როდესაც ის პრეზიდენტი აღარ იქნება, დაკარგავს ხელშეუხებლობას.

"საქართველოს ისტორიაში ხშირად ყოფილა, როცა 95%-იანი ფანატური სიყვარული სიძულვილში გადაზრდილა", - განაცხადა კანდელაკმა.

იხილეთ ვიდეო: "საქართველო სააკაშვილი არ არის" - თინა კანდელაკის მეგრულ-ქართული საუბარი რუსულ გადაცემაში

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები