რას გეგმავენ ტელევიზიიდან დათხოვილი "ვარსკვლავები"

რას გეგმავენ ტელევიზიიდან დათხოვილი "ვარსკვლავები"

"იმედი" ფორმატს იცვლის - მალე არხზე მხოლოდ პოლიტიკურ გადაცემებსა და ნიუსებს ვიხილავთ, - ამ სიახლის შესახებ ტელეკომპანიამ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა:

"...ჩვენ, "იმედის" ყველა ჟურნალისტსა და თანამშრომელს ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, გვაქვს საფუძველი, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მონაპოვრით... ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების უზენაესობის ერთგულება და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და კონსტრუქციული ოპონირების გარემოს შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია "იმედის" განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ ისევე, როგორც აქამდე, ამჯერადაც დადგეს დემოკრატიის სადარაჯოზე და უზრუნველყოს ჩვენი საზოგადოების მიუკერძოებელი, ობიექტური და დაბალანსებული ინფორმირება ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ამიტომ ჩვენი ტელეკომპანია იცვლის ფორმატს და ეტაპობრივად იწყებს გადასვლას ძირითადად სამაუწყებლო (საინფორმაციო) ფორმატზე, რომელიც საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში მიაწვდის ახალ ამბებს, ეთერს დაუთმობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მაყურებელს შესთავაზებს პოლიტიკური და სოციალური ხასიათის ტოქშოუებს... იმედი გვაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ღირსეულად გააგრძელებს წინა ხელისუფლების დატოვებულ დემოკრატიულ მემკვიდრეობას, ხელს არ შეუშლის თავისუფალი მედიის მუშაობას და არანაირი ფორმით არ შეეცდება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას..."

ტელეკომპანიამ უკვე დახურა გასართობი გადაცემების დიდი ნაწილი. დახურულ გადაცემათა შორის არ მოხვდა მხოლოდ "ახალი ხმა" და "ცეკვავენ ვარსკვლავები".

ნუკი კოშკელიშვილი, ტელეწამყვანი:

- ჩემი გადაცემის დახურვის მიზეზი ის არის, რომ ტელეკომპანიამ "ხედვა" შეიცვალა.

- რამდენიმე კვირის წინ - ანუ მაშინ, როცა ქვეყანაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, შენი გადაცემა ეთერში მაინც გავიდა, რის გამოც საზოგადოების ნაწილი აღშფოთდა. მაშინ თქვი, რომ ეს ერთგვარად, სიტუაციის განმუხტვას ემსახურებოდა...

- ალბათ ხვდებით, რომ ამ გადაცემის გაშვება-არგაშვება ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. როცა ქვეყანაში რაღაც პრობლემაა, ხალხის გასაჭირს ცხადია, მეც ვიზიარებ ხოლმე, მაგრამ არ მინდა, ასეთ დროს ადამიანები უფრო მეტად დავთრგუნო და ხაზი გავუსვა იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში ტრიალებს. იმ დღეებში, ყველა გადაცემაში ძირითადად, შემზარავ კადრებზე ლაპარაკობდნენ და დილის გადაცემაშიც, რომელიც ადამიანის განწყობილებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ამ ფაქტებზე ლაპარაკი საჭიროდ არ მიმაჩნდა. სხვა თუ არაფერი, დილაობით ტელევიზორს ბევრი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! უყურებს.

- და დღეს მსგავსი დადებითი გადაცემა აღარ სჭირდება საქართველოს?

- რა თქმა უნდა, სჭირდება, მაგრამ ჩემგან ამაზე ლაპარაკი უხერხულია... იცით, გადაცემის დახურვის გამო გული ძალიან დამწყდა. რასაც ვაკეთებდი, ძალიან მომწონდა, თან - ჩემი მაყურებელი მიყვარს. სამწუხაროდ, ამიერიდან, საზოგადოებისთვის აღარაფრის თქმის საშუალება აღარ მაქვს.

- სხვა ტელეარხებიდან რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ჯერ არ მიგიღია?

- არა. ჯერჯერობით ნუკი უმუშევარია. ტელევიზიით ვეღარ, მაგრამ სახლიდან მივესალმები ხოლმე ჩემს მაყურებელს და ვეტყვი, რომ თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს. ვეცადოთ, არაფერზე ვინერვიულოთ; უბრალოდ, ვაკეთოთ ჩვენი საქმე და გვიხაროდეს ცხოვრება.

ირაკლი კაკაბაძე, პროდიუსერი:

- ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ტელევიზია სახეს იცვლის, აქცენტი ახალი პოლიტიკური ტოქშოუების შექმნაზე კეთდება და გასართობი გადაცემებისთვის ფინანსების გადანაწილება უჭირთ; არასაკმარისი დაფინანსების გამო გასართობი გადაცემები "იმედზე" იმ რაოდენობით ვეღარ გავა, როგორც აქამდე გადიოდა.

- ანუ ტელეარხზე "ღამის შოუს სტუდიის" არც ერთი გადაცემა აღარ გავა?

- ეს ცვლილებები ჩვენს სტუდიას მთლიანად შეეხო, "იმედთან" აღარ ვითანამშრომლებთ.

- თქვენს გადაცემებს სხვა არხზე თუ ვიხილავთ?

- ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. ის კი არა, ჯერჯერობით "ღამის შოუს სტუდიის" ყველა თანამშრომელსაც ვერ შევხვდით (ჩვენთან დაახლოებით, 170 ადამიანი მუშაობს), ამ სიახლის შესახებ რომ გველაპარაკა. დღესდღეობით ტექნიკურ საკითხებს ვაგვარებთ; ბევრი რეკვიზიტი გვაქვს და მათ გადატანაზე ვფიქრობთ. რამდენიმე დღეში სტუდიის დამფუძნებლები დავსხდებით და ვიფიქრებთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენს იდეებს შევაჯერებთ და მერე უკეთ გვეცოდინება, რას მოვიმოქმედებთ... "იმედის" ხელმძღვანელობასთან არასოდეს შეგვქმნია პრობლემა. ამ შემთხვევაშიც მხარს გვიჭერენ და ერთ პავილიონს გვითმობენ, სადაც ტექნიკას დროებით შევინახავთ.

- რომელიმე ტელევიზიიდან ხომ არ მიგიღიათ რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- გამოხმაურება იყო და ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი კარგად დასრულდება. ყოველთვის ვცდილობდით, რომ ვყოფილიყავით სტუდია, რომელიც გადაცემებს მოამზადებდა და რამდენიმე არხზე გაყიდდა, მაგრამ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, აქამდე ვერაფრით მოვახერხეთ, რომ ერთი გადაცემა ერთ არხზე გასულიყო, მეორე - მეორეზე და ა.შ. ახლა ვფიქრობთ, რომ ამის გაკეთების შანსი გვაქვს, რაც ჩვენთვისაც და იმედი მაქვს, ტელევიზიებისთვისაც იდეალური ვარიანტი იქნება. მოკლედ, ყველა ტელევიზიასთან ვაპირებთ თანამშრომლობას. როგორც იცით, ჩვენი სტუდია არა მარტო გადაცემებს ამზადებს, არამედ რეკლამებსა და ფილმებსაც იღებს. ერთ-ერთ ფილმზე დღესაც ვმუშაობთ. მისი დიდი ნაწილი უკვე გადაღებულია...

- როგორც წესი, სეზონის დასასრულს უკვე ცნობილია, ესა თუ ის გადაცემა მომავალ სეზონშიც გაგრძელდება თუ არა. თქვენ მოულოდნელად მოგიხდათ მუშაობის შეჩერება...

- კი, მაგრამ უცბად შეიცვალა ყველაფერი არა მარტო ტელევიზიაში, არამედ მთელ ქვეყანაში. რას ვიზამთ, ასეც ხდება ხოლმე.

- ის გადაცემები, რომლებიც უკვე ჩაწერილია, "იმედის" ეთერში გავა?

- სერიალების ბოლო სერიები ტელევიზიით უკვე გავიდა. რამდენიმე სერიის სცენარი წინასწარ გვაქვს დაწერილი, მაგრამ ახალ სერიებს ვეღარ გადავიღებთ. რაც შეეხება "ნანუკას შოუს" - 5-6 გადაცემა ჩაწერილია და აუცილებლად გავა, რადგან შოუს ვალდებულებები აკისრია იმ კომპანიების წინაშე, რომლებიც მას აფინანსებენ. რაც შეეხება "ახალ ხმას" და "ცეკვავენ ვარსკვლავებს" - ამ პროექტებში ტელეკომპანიას წინასწარ აქვს თანხა გადახდილი.

ბაჩო ქაჯაია, მსახიობი:

- ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ სერიალი აღარ დაფინანსდება. რამდენიმე დღეში თათბირი გვექნება და უკეთ მეცოდინება, რა როგორ მოხდება... შეიძლება ითქვას, რომ ჰაერში აღმოვჩნდით. იმედია, სერიალს მაყურებელი მალე იხილავს, ოღონდ - სხვა არხზე.

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:

- ჩვენი გადაცემა - "დღის შოუც" დაიხურა. ჯერჯერობით ვისვენებ და თავიდან ბოლომდე პროექტზე - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გადავერთე. როგორც ვიცი, "იმედი" პოლიტიკური არხი გახდა და ფინანსები არ ჰყოფნით საიმისოდ, რომ ჩვენი გადაცემებიც დააფინანსონ. ამიტომ, დიდი ბოდიშის მოხდით დაგვემშვიდობნენ. გული ძალიან დამწყდა, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. სხვათა შორის, ერთ-ერთი არხიდან უკვე მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გადაცემა დაიხურა, ახლაც ძალიან ბევრს ვმუშაობ - ცეკვას უდიდესი ენერგია მიაქვს.

რუსკა მაყაშვილი, მსახიობი:

- ნამდვილად არ ვიცი, რატომ დაიხურა გასართობი გადაცემები, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სერიალი "იმედზე" აღარ გაგრძელდება.

მაინც მგონია, რომ ყველაფერი ისევ შეიცვლება და გადაცემებიც აღდგება. ამჟამად ტელევიზიის მხოლოდ ერთ პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ვმონაწილეობ. ჰოდა, ამიტომაც, დროებით ვერც ერთ სხვა ტელევიზიასთან ვერ ვითანამშრომლებ - "იმედთან" კონტრაქტი მაქვს დადებული და ვიდრე ეს პროექტი ეთერში იქნება, სხვა ტელეკომპანიებთან თანამშრომლობის უფლება არ მაქვს. სხვათა შორის, პროექტში ჩემი მეწყვილე ოთო ფოლადაშვილია.

იმედი მაქვს, მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარვდგებით.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები