"მთავარია, არ მოინდომონ, თორემ ჩემს მოტყუებას რა უნდა?!."

"მთავარია, არ მოინდომონ, თორემ ჩემს მოტყუებას რა უნდა?!."

ორშაბათსა და პარასკევს "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემას მოუთმენლად ველოდები, რადგან ვიცი, რომ ამ დღეებში პაატა გულიაშვილი საკუთარ მახეში არაერთ ადამიანს გააბამს. გარდა ამისა, ცინცხალ ანეკდოტსაც მოჰყვება, რაც დღის ხალისიანად დაწყებაში დამეხმარება. როგორც მკითხველისთვის ცნობილია, სულ რამდენიმე თვის წინ პაატა თელავის თეატრის მმართველად დანიშნეს...

- თელავის თეატრში ავიდგი ფეხი და თეატრის სიყვარულს ვეზიარე. სამი წლის ვიყავი, როცა ერთ-ერთ სპექტაკლში ვითამაშე. პიესას "ალალე" ერქვა; მეორედ მეათე კლასში ყოფნის დროს ვითამაშე იმავე თეატრში, მანამდე კი მსახიობებთან ერთად გასტროლებზე დავდიოდი... ამ თეატრის მმართველის თანამდებობა ადრეც შემომთავაზეს, მაგრამ მაშინ ამ წინადადებაზე უარი ვთქვი; როცა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მეორედ მივიღე, დავთანხმდი მხოლოდ იმიტომ, რომ თეატრი გადამერჩინა.

- ახალ სპექტაკლებზე უკვე მუშაობთ?

- ამჟამად ქალაქის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც თეატრის ფასადსაც შეეხო. ამიტომ ჯერ მხოლოდ ერთი დახურული ჩვენება გვქონდა. და კიდევ, თეატრის დასთან ერთად თელავის რვავე რაიონი მოვიარე და ხალხს გოგი ჩაკვეტაძის "საბრალდებო დასკვნა" წარვუდგინეთ. სხვათა შორის, ამ სპექტაკლში მამაჩემი ტიგრან გულოიანის როლს თამაშობდა... დასს განსაკუთრებულს არაფერს დავპირებივარ. მცირე დარბაზში სკამები არ იყო და კულტურის სამინისტროს დახმარებით, უკვე შევიძინე. ყველა თანამშრომელს უფასო ჯანმრთელობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! დაზღვევის პოლისი აქვს. ჩვენ მუშაობა ნულიდან კი არა, მინუსებიდან დავიწყეთ. თუმცა, ამ ყველაფრის დაკონკრეტება არ ღირს...

- ვიდრე დუტას თეატრის მმართველად დანიშნავდნენ, თქვენ ახლო მეგობრები იყავით, არა?

- განუყრელი მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, უფრო მეტიც - ერთად არც კი დაგვილევია. უბრალოდ, ორივე თელავში დაბადებულ-გაზრდილები ვართ და აქედან გამომდინარე, გარკვეული ურთიერთობა ნამდვილად გვქონდა და ახლაც გვაქვს...

- პირველ სპექტაკლს როდის უნდა ელოდოს თელაველი მაყურებელი?

- როგორც უკვე გითხარით, ფასადის შეცვლას ველოდებით. იქიდან გამომდინარე, რომ თეატრში ძალიან დიდი დარბაზია, რომლის გათბობაც ზამთარში საკმაოდ რთული იქნება, თავიდან ძირითადად, მცირე სცენას დავტვირთავთ. პირველ ეტაპზე კვირაში მხოლოდ ერთი სპექტაკლი იქნება. დასის სიმცირის გამო, ორ სპექტაკლზე ერთბაშად მუშაობა შეუძლებელია...

- რამდენიმე დღის წინ "დილა მშვიდობისა საქართველოს" ახალი სეზონი დაიწყო...

- მაინც ვერ მივეჩვიე დილით ადრე ადგომას. კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს მაქვს ეთერი, რაც იმას ნიშნავს, რომ არც კვირას და არც ხუთშაბათს არ უნდა დავლიო - ერთი ეს პრობლემა მაქვს, თორემ ტელევიზიაში ძალიან კარგი გუნდია, მათთან ერთად მუშაობა მომწონს.

- როგორც ვიცი, გიორგი ქორქიას ჯერ კიდევ მაშინ გადაეკიდე, როცა ერთმანეთს ფაქტობრივად, არც კი იცნობდით.

- ეს თავისთავად მოხდა, თორემ მართლა ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მხოლოდ გიორგის კი არა, ნინო არაზაშვილსაც ვეხუმრები ხოლმე. გიორგის მართლა კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ღირსეული მეტოქე შემხვდა. სხვათა შორის, ყოველთვის პირდაპირ ეთერში ვმუშაობ და არც ტექსტს ვწერ წინასწარ. რასაც ვამბობ, ყველაფერი სპონტანურად ნათქვამია, მათ შორის - გიორგის მისამართით ნათქვამი ხუმრობებიც. მგონი, ხალხს სწორედ ეს მოსწონს.

- "მზის დარტყმაში" გაცილებით ბოროტი ხუმრობები გქონდა, ვიდრე დილის გადაცემაში გაქვს.

- ნინომ თავიდანვე გამაფრთხილა, რომ ბოროტი ხუმრობები არ უნდა მქონოდა. რასაც ეკრანზე უყურებთ, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის: რეჟისორი და სცენარის ავტორი - დევი დევიძე მეხმარება. დევი გადაღებაზეც თავად ზრუნავს. ადრე გადასაღებ მოედანზე მეც გავდიოდი, მაგრამ ამან არ გაამართლა - ახლოს აღარავინ გვეკარებოდა. ამას წინათ ექიმთან მივედი, გული მაწუხებდა. კარგა ხანს ვერ დაიჯერა, რომ მასთან მართლა როგორც პაციენტი, ისე მივედი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ქუჩაში შემხვედრმა ადამიანმა არაფერი დამიჯეროს?!. მსგავსი სახის უცხოურ გადაცემებსაც ხშირად ვუყურებთ და ვარჩევთ, მათი მახეებიდან რომელი მოერგება ქართულ ხასიათს. ვცდილობთ, მოვძებნოთ გოგო, რომელიც მკერდს არ მოიშიშვლებს, მაგრამ საცურაო კოსტიუმით გამოჩნდება საზოგადოებაში. საზღვარგარეთ, მოგეხსენებათ, მკერდს იშიშვლებენ, ჩვენთან კი ბიუსტჰალტერით გამოჩენას უფრო მეტი ეფექტი ექნება - ქართველ კაცებს "ევასებათ", რაღაც გასახდელი რომ რჩება.

- თავად ადვილად ებმები სხვების დაგებულ მახეში?

- უკვე ორჯერ მომატყუეს: კობა სუბელიანი გავაბი "მზის" მახეში. მან იმავე საღამოს გადაწყვიტა, ჩემთვის სამაგიერო გადაეხადა. ტელევიზიის თანამშრომლებს მოელაპარაკა, რომლებიც მეორე დღეს "შეწუხებულები" მირეკავდნენ, - ეს რა გააკეთე, გხსნიანო. მერე არხის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ალეკო ფარულავამაც დამირეკა და მისაყვედურა: ამის გაკეთებას თუ აპირებდი, წინასწარ რატომ არ გამაფრთხილეო? "იზმენაში" ჩავვარდი. მოგვიანებით ალეკომ დამიბარა კიდეც კაბინეტში და მითხრა, - გათავისუფლებული ხარო. მართლა ადვილად მოვტყუვდი... რაც შეეხება მეორე შემთხვევას, დაბადების დღეზე ჩემმავე გუნდმა მომატყუა: წინა დღეებში ხელფასის მომატებაზე ვსაუბრობდით, იმ დღეს კი ალეკომ დამიბარა და მითხრა: გადაწყდა, შენი გადაცემა უნდა დავხუროთო. მოკლედ, მთავარია, არ მოინდომონ, თორემ ჩემს მოტყუებას რა უნდა?!.

- ყოველი ჩართვისას ახალ და ცხელ-ცხელ ანეკდოტებს ჰყვები. საიდან გაქვს ამდენი მარაგი? ინტერნეტით სარგებლობ?

- ვერ წარმოიდგენ, მე და ინტერნეტი რა შორს ვართ ერთმანეთისგან. არც ერთ სოციალურ ქსელში არ ვარ დარეგისტრირებული და საერთოდაც, არ ვარ ინტერნეტის მომხმარებელი... ანეკდოტს რომ მიყვებიან, ზრდილობის გამო ვიცინი, ვითომ არ ვიცი, სინამდვილეში კი ასი მოყოლილი ანეკდოტიდან შეიძლება, ასივე ვიცოდე. ვერ წარმოიდგენ, დღეში რამდენი ადამიანი მირეკავს და რამდენ ანეკდოტს მიყვება. შესაძლოა, ასეთი ზარი დღეში 60-70-ჯერ დაფიქსირდეს ჩემს ტელეფონზე. გარდა ამისა, სადმე რაიმე სახალისო ამბავს რომ მიყვებიან, იმასაც ვაანეკდოტებ... მეგრელი ქალი მთელი ორი საათის განმავლობაში სარკეში იყურება, მკერდიც შეიმოწმა, თვალებიც. მოკლედ, საკუთარი თავი კარგად შეათვალიერა. მერე ქმარს გახედა და უთხრა, - არ ხარ შენ მეტის ღირსიო...

- როგორც აღნიშნე, ხშირად ქეიფობ. ალბათ, სუფრასთან მჯდარსაც გთხოვენ ახალი ანეკდოტის მოყოლას.

- მსგავსი შემთხვევა ძალიან ხშირია. წარმოიდგინე, საქეიფოდ მიდიხარ, მაგრად გშია და ერთი სული გაქვს, რამე ჭამო, ამ დროს კი ყველა შენ გიყურებს და გთხოვს, იმღერო ან ლექსი თქვა... ამიტომ, რესტორნის საერთო დარბაზში არასოდეს ვქეიფობ და არც მასშტაბურ სუფრებზე დავდივარ. მაგარი ამბავი გამახსენდა: მეგობრის ოჯახში ვარ, სუფრასთან. ცოტა რომ შევზარხოშდით, მამამისმა ფეხზე ფეხი დამაჭირა. მივხვდი, რაღაცის თქმა უნდოდა. ვიფიქრე, ღვინის დასხმას მთხოვდა, მაგრამ მაინც ვკითხე: რა გნებავთ, ბატონო თემურ-მეთქი? ჩამჩურჩულა: ხომ იცი, ეს ადამიანები ვინც არიან ჩემთვის?! ჰოდა, ამ ჭიქასაც რომ გამოვცლით, მერე ერთი კარგი სპექტაკლი დასცხეო...

- სპექტაკლზე გამახსენდა, ამჯერად რაზე მუშაობ?

- ბათუმში გასტროლზე ვიყავით, სადაც დათო საყვარელიძის სპექტაკლი, "ოლივერი" წავიღეთ, ცოტა ხანში კი ბაქოშიც ვაპირებთ წასვლას. ლაპარაკია იმაზეც, რომ "ოლივერი" თელავის მაყურებელსაც ვუჩვენოთ...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები