"თბილისი მოლში" რამდენიმე მინი რესტორანი და Fast food-ის ობიექტი გაიხსნება

 "თბილისი მოლში" რამდენიმე მინი რესტორანი და Fast food-ის ობიექტი გაიხსნება

სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" რამდენიმე მინი რესტორანი და Fast food-ის ობიექტი გაიხსნება.

ამის შესახებ გადაცემა "რადიო მარკეტს" ცენტრის მარკეტინგის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, "თბილისი მოლის" მესამე სართულზე ნოემბრის დასაწყისში სწრაფი კვების ობიექტები, მინი რესტორნები და უცხოური ბრენდების Fast food-ები დაიწყებს მუშაობას.

"ეს იქნება "გემრიელი სართული" ცენტრში, რომელიც გურმანების ყურადღებას მოკლე დროში მიიქცევს", - განმარტავენ მენეჯმენტში. ფასები ყველა შემოსავლის მქონე მომხმარებელზე გადანაწილდება.

გარდა ამისა, დაგეგმილია მსოფლიო ბრენდების შემოყვანა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხაზში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა