რატომ ითხოვს ნანუკა ჟორჟოლიანი დახმარებას

რატომ ითხოვს ნანუკა ჟორჟოლიანი დახმარებას

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები ჯერჯერობით მხოლოდ სატელევიზიო სივრცეს დაეტყო. ამ კუთხით პირველი ნაბიჯი "იმედმა" გადადგა და გამოაცხადა, რომ გასართობი გადაცემები დახურა და ტელეკომპანია საინფორმაციო რეჟიმზე გადავიდა.

არხზე ერთი-მეორის მიყოლებით და­იხურა "ნუკის დილა", "დღის შოუ". "ღამის შოუს" ყველა პროექტი: "შუა ქალაქში", "გოგონა გარეუბნიდან", "ღამის შოუ ირაკლი ტატიშვილთან", "კაცების შოუ", "რომ გადახვალ გააჩერე". დაიხურა ასევე "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ".

გასართობი შოუებიდან "იმედმა" მხოლოდ ორი შეინარჩუნა - "ცეკვავენ ვარსკვლავები", რომლის პროდიუსერიც არხის დირექტორის, გიორგი არველაძის მეუღლე ალინა არველაძე გახლავთ და ახალდაწყებული, გრანდიოზულად დაპიარებული მუსიკალური კონკურსი "ახალი ხმა".

მანამდე კი ახალი სეზონი ნანუკა ჟორჟოლიანმა კონკურენტი შოუს გამალებული კრიტიკით დაიწყო. მაია ასათიანის ახალი იმიჯით გამოჩენას ნანუკა გააფთრებული კრიტიკით შეხვდა და სოციალურ ქსელში კოლეგას დახეულ ჯინსებზე ბევრი იხალისა. მაშინ წერდა, რომ თავად მიასწავლიდა, სად იყიდებოდა კარგი დახეული ჯინსები და იკითხა, მაიას როსტოც ხომ არ ეყოლებოდა სტუდიაში.

მაიამ ნანუკას რეპლიკებს მაშინ მხოლოდ სიცილით უპასუხა.

ციხის ცნობილი კადრები იმ საღამოს გავრცელდა, როდესაც ეთერში ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს პირველი გადაცემა გავიდა. შემდეგ წამყვანმა განაცხადა, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა და არ იცოდა, რა ხდებოდა რეალურად ქვეყანაში, თან ისიც აღნიშნა, "იმედის" ხელმძღვანელობას შეეჩერებინა გადაცემის გაშვება, მე რა შუაში ვიყავი, ეს მათი პრეროგატივა იყოო.

ხუთშაბათს არ გავიდა "რუსთავი 2"-ზე "პროფილი", მომდევნო სამშაბათს კი ნანუკა ჟორჟოლიანმა ძველი გადაცემის ჩანაწერი გაუშვა.

კონკურენტი გადაცემების ახალი სეზონის გახსნა დროებით გადაიდო და არც წინასაარჩევნო ციებ-ცხელების დროს გახსენებია ვინმეს გართობა.

არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, როგორც დასაწყისში აღვნიშნავდით, პირველი მერცხალი "იმედი" გახლდათ, რომელმაც გასართობი გადაცემები დახურა. თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "წმენდას" ჟორჟოლიანის შოუ გადაურჩა, მაგრამ მალე ნანუკამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გულის ამაჩუყებელი სტატუსი გამოაქვეყნა და მადლიერ მაყურებელს ცრემლებით ამცნო ქართული ტელესივრცის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაცემის დახურვა.

მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 5 ოქტომბერს ნანუკა უცხოეთში ქორწილის გადახდას აპირებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არჩევნებში ნაციონალთა დამარცხების შე­­­მდეგ, ჟორჟოლიანი-კოდუას ქორწილის თარიღმა დროებით გადაიწია. ფაქტ­ია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები ძველებურად კა­რგ ხასიათზე აღარ არიან.

სანამ "ნანუ­კა ჟორჟოლიანის შოუს" ერთგული მაყურებელი მიღებული სტრესიდან გამოვიდოდა, ჟურნალისტმა "ფეისბუქზე" მორიგი განცხადება გაავრცელა და ამჯერად ბანკირებსა და ბიზნესმენებს სრული მობილიზებისკენ და "ნანუკას შოუს" გადარჩენისკენ მოუწოდა.

არადა, ნანუკას გადაცემის ხარჯებსა და წამყვანის ხელფასზე ყოველთვის ლეგენდები დადიოდა. მას არც სპონსორი უჭირდა და კომპანიებიც დაუნანებლად არიგებდნენ მის ეთერში საჩუქრებს. თუ ეს ყველაფერი ნებაყოფლობით ხდებოდა და არა "კუდელი" ქმრის გავლენის ან დაშინების წყალობით, რაზეც ასევე აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, ფაქტია, რომ ჟორჟოლიანის შოუს, რომელიც ეთერში საკმაოდ მომგებიან დროს გადის, თვითდაფინანსებაზე გადასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

ნანუკა ჟორჟოლიანმა შოუს პარალელურად ბავშვთა გასართობი ცენტრი გახსნა, რომელსაც ასევე ამბიციური სახელი "ნანუკას შოუს საბავშვო ცენტრი" დაარქვა. როგორც გავიგეთ, და­ბადების დღის გადახდის გარდა, იქ ბა­ვშვების გასართობად შეგიძლიათ ცოცხალი ნანუკაც მიიწვიოთ და როგორც ამბობენ, ეს სიამოვნება დამატებით 150 ლარი ჯდება.

ასე რომ, ნანუკას უსამსახუროდ დარჩენა არ უწერია, თუმცა სოციალურ ქსელებში ხალხი აქ­ტიურად "დარდ­ობს" იმაზე, თუ რა საქმიანობას მიჰყოფს ხე­ლს როსტო. ისიც ფაქტია, რომ ძაღლი ბუბუც უხელფასოდ დარჩა, აი, ნანუკას ცნობილი "ჩიტი" კი, რომელსაც ტელეწამყვანისთვის ახალ-ახალი ამ­­ბები მიჰქონდა, სავარაუდოდ, "პროფილისკენ" გადაფრინდება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები