ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის განცხადება

ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის განცხადება

ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის განცხადება: "ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე არ შევაწუხებ საზოგადოებას "თიბისი ბანკის" დემაგოგიურ და ცილისმწამებლურ განცხადებებზე პოლემიკაში ჩართვით, რადგან ისედაც ცნობილია და საზოგადოება დეტალურად არის ინფორმირებული ჩემგან ყველა იმ უკანონობის შესახებ, რომელსაც ახორციელებდა ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი "თიბისი ბანკი" "ელიტ ელექტრონიქსის” უკანონოდ მისათვისებლად.

აბსოლიტურად გასაგებია "თიბისი ბანკი" ნერვიულობს, რადგან დასასრულს უახლოვდება დრო, როდესაც "თიბისი ბანკის" სურვილებს პროკურატურა და სასამართლო ერთ ღამეში ასრულებდნენ, ახალი ხელისუფლების დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში კი მოუწევს "თიბისი ბანკს" წარსდგეს რეალური მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ყველა იმ დანაშაულებებზე, რომელსაც წლების განმავლობაში მსგავსი სქემებით ახორციელებდა".

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო