ტელეკომპანია "იმედი" ბადრი პატარკაციშვილს ოჯახს უბრუნდება. "იმედის" ინფორმაციით, ამის შესახებ პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა. განცხადების მიხედვით, "იმედის" ამჟამინდელ მფლობელებსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის ტელეკომპანიის გადაცემის საკითხზე შეთანხმება შედგა.
"ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია "იმედის" დღევანდელ მფლობელებთან ოჯახისთვის ტელეკომპანიის გადაცემასთან დაკავშირებით. ოჯახისთვის "იმედის" გადაცემის პროცესი დღეს დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ენერგიას, რომ "იმედი" იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური არხი", - ნათქვამია პატარკაციშვილების ოჯახის განცხადებაში.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, "იმედის" ამჟამინდელი მფლობელი კომპანიის, "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ თანამდებობა უკვე დატოვა.
იხილეთ ვიდეო