Fly Georgia ბათუმის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

Fly Georgia  ბათუმის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

ავიაკომპანია Fly Georgia  ბათუმის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კომპანიაშიც ადასტურებენ. თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება ავიაკომპანიის მენეჯმენტმა ტურისტული სეზონის დასრულების პარალელურად მიიღო.

"ამ მიმართულებაზე მოთხოვნა შემცირდა, რაც სეზონის დასასრულისთვის მოსალოდნელი იყო.  Fly Georgia ბათუმის მიმართულებით ფრენებს მომავალი საზღვაო ტურისტული სეზონიდან განაახლებს", - აცხადებენ კომპანიაში.

Fly Georgia-მ ბათუმის მიმართულებით ფრენები 2012 წლის აგვისტოდან დაიწყო და აღნიშნულ მიმართულებას "ეარბას A319"-ით ემსახურებოდა.

თბილისი-ბათუმის რეისს ორი ავიაკომპანია Fly Georgia და Georgian Airways-ი (აირზენა) ახორციელებდა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა