ჰილარი მენტელმა ბუკერის პრემია მეორედ მოიპოვა

ჰილარი მენტელმა ბუკერის პრემია მეორედ მოიპოვა

მწერლი ჰილარი მენტელი 2012 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა. მენტელი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი ავტორია, რომელმაც ეს ჯილდო მეორედ მოიპოვა.

ბუკერის პრემია მენტელის რომანმა - "აღზარდე სხეულები" (Bring Up the Bodies) მიიღო. ნაწარმოები მისი რომანის, "მგლების დარბაზის" (Wolf Hall) გაგრძელებაა. "მგლების დარბაზი" მეფე ჰენრიხ VIII მრჩევლის, ტომას კრომველის შეთხზული ბიოგრაფიაა. სწორედ ამ წიგნის წყალობით მოიპოვა მენტალმა 2009 წელს ბუკერის პრემია. ახალ რომანში მწერალი მეფე ჰენრიხის მეორე მეუღლის, ანა ბოლეინის დაცემას გვანახებს.

ბუკერის პრემია ყოველწლიურად ინგლისურ ენაზე დაწერილი საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისთვის დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის ან ბრიტანეთის თანამეგობრობის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეს გადაეცემა. გამარჯვებულს ჯილდოდ 50 000 ფუნტი სტერლინგი ერგება.

მენტელამდე ბუკერის ორი პრემიის მფლობელები მხოლოდ კეიპტაუნელი მწერალი ჯოზეფ კუტზე და ავსტრალიელი ავტორი პიტერ კერი იყვნენ. ამასთან, მენტალი არა მხოლოდ პირველი ბრიტანელი ავტორია, რომელიც პრემიის ლაურეატი ორჯერ გახდა, არამედ პირველი ქალი, რომელმაც ბუკერი ორჯერ მოიგო.

"თავიდან ბუკერის პრემიას 20 წელი ელოდები, შემდეგ კი ერთბაშად ორს იღებ",- იხუმრა მენტელმა გილდჰოლის სცენაზე, სადაც პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ბუკერის პრემია 1968 წელს მწერლის სამშობლოში დაარსდა. შარშან ბუკერის პრემიის ლაურეატი ჯულიან ბარნსი გახდა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს